უცხო ქვეყნების ოფიციალურ უწყებებში დოკუმენტების წარდგენისას, ოფიციალური ინსტიტუტები ყოველთვის ითხოვენ აპოსტილით დამოწმებული/ ლეგალიზებული საბუთების წარგენას. რას ნიშნავს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია, რომელ ქვეყნებშია ის საჭირო, სად ხდება დამზადება და თემის შესახებ სხვა დეტალებს გთავაზობთ, იუსტიციის სახლის მასალაებზე დაყრდნობით.
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია ნიშნავს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დამოწმებას.
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება მარტივი ერთსაფეხურიანი პროცედურაა და გულისხმობს დოკუმენტის გამცემი უწყების გათვალისწინებით, დოკუმენტის დამოწმებას ერთი-ერთი შესაბამისი უწყების მიერ:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვიტარების სააგენტო;
- სსიპ მომსახურების სააგენტო;
აღნიშნული უწყებების მიერ აპოსტილით დამომწებული დოკუმენტებიი პირდაპირ წარედგინება შესაბამისი ქვეყნის უწყებებს.
დოკუმენტის ლეგალიზაცია სამსაფეხურიანი პროცედურაა.
1. პირველი ეტაპის განმახორციელებელი, დოკუმენტის გამცემი უწყების გათვალისწინებით, ორგანებია ერთ-ერთი აღნიშნული უწყება:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვიტარების სააგენტო;
- სსიპ მომსახურების სააგენტო.
- მეორე ეტაპში მონაწილეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.
- მესამე ეტაპს ახორციელებს დოკუმენტის მიმღები ქვეყნის დიპლომატიური/საკონსულო დაწესებულება.
შენიშვნა:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, მის უფლებამოსილებას განკუთვნილი დოკუმენტის დამოწმებისას, თავად ახორციელებს დოკუმენტის გადაგზავნას მეორე ეტაპის განმახორციელებელ (საგარეო საქმეთა სამინისტროში) . შესაბამისად ამ კატეგორიის დოკუმენტების დასამოწმებლად მოქალაქეს დოკუმენტის ლეგალიზაციის მოთხოვნის წარდგენა შეუძლია იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში.
- ლეგალიზებული დოკუმენტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომლის საკონსულო დაწესებულებამაც განახორციელა ლეგალიზაციის მე–3 ეტაპი.
რომელ ქვეყნებში წარსადგენს დოკუმენტებს არ სჭირდებათ აპოსტილი და ლაგალიზაცია?
უცხო ქვეყანაში წარსადგენად საქართველოში გაცემული ოფიციალური დოკუმენტები საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას, თუმცა მინსკის კონვენციის ხელშემკვრელი ქვეყნების შემთხვავში შესაძლებელია დოკუმენტი შესაბამის სახელმწიფოში წარდგენილ იქნას დამოწმების გარეშეც.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად პოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას არ საჭიროებს დოკუმენტი თუ ის უნდა წარვადგინოთ შემდეგ ქვეყნებში: აზერბაიჯანი; ტაჯიკეთი, ბელარუსი, უზბეკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, რუსეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, საქართველო.
დანაჩენ ყველა ქვეყანაში დოკუმენტები აპოსტილით დამოწმებას საჭიროებს.
რომელი ორგანოებია უფლებამოსილი, აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის მიზნით დოკუმენტის მიღებაზე?
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – სსიპ მომსახურების სააგენტო ამოწმებს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტებს (ცნობა ნასამართლეობის შესახებ, ცნობა მართვის მოწმობაზე და სხვ.)
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ამოწმებს ყველა იმ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის დამოწმებაც არ შედის შსს მომსახურების სააგენტოს კომპეტენციაში.
რა დოკუმენტები არ ექვემდებარება აპოსტილით ან ლეგალიზაციით დამოწმებას?
აპოსტილით ან ლეგალიზაციით დამოწმებას არ ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:
- საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები;
- კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაცემული დოკუმენტები ,გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა ;
- ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი და ფოტოპირი, გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა;
- სამხედრო ბილეთი;
- სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა;
- ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;
- სანოტარო აქტები – ასლის დედანთან იდენტურობისა და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება;
- საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ნორმატიული აქტები;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის
პირების მიერ გაცემული დოკუმენტები.
თუ ხდება აპოსტილით დამოწმებას /ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტის თარგმნა?
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს მხოლოდ მის მერ უცხო ენაზე შესრულებული თარგმანის აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას.
საფასური და ვადები…
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება, თარგმნა და თარგმანის დამოწმება შესაძლებელია 1,2,4 ან 8 დღეში და ტარიფები ამის მიხედვით მერყებოს 90 ლარიდან 330 ლარამდე
დოკუმენტების ლეგალიზება და თარგმნა და თარგმანის დამოწმებაც იგივე ვადებში ხდება და საფასური, დამზადების ვადის მიხედვით, ასევე 90 ლარიდან 330 ლარამდე მერყეობს.