2024 წლის არჩევნები ხლოვდება. დარჩებიან თუ არა ქართველი ემიგრანტები მნიშვნელოვანი მოვლენის მიღმა, ან გაიღებს თუ არა მთავრობა თანხას დამატებითი საარჩევნო უბნების გასახსნელად ქვეყნის ფარგლებს გარეთ?!
2024 წელის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება ემიგრანტების საკითხი. შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ქართველ ემიგრანტებს საქართველოს საკუნსულოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე შეეძლებათ. მანძილის სიშორის, ფინანსური მდგომარობის, დროისა თუ სამსახურებრივი მოვალეობის გამო, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ვერ ახერხებს და ფაქტობრივად, ამ ნიშვნელოვანი მოვლენის მიღმა რჩება ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო პოლიტიკის ექსპერტს თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.
– რა უნდა გაკეთდეს, რომ უფრო მეტმა ემიგრანტმა შეძლოს ხმის მიცემა არჩევნებზე, ვიდრე ეს ახალაა შესაძლებელი?
– ემიგრანტებს ხმის მისაცემად ორი გზა აქვთ: ვინც ძალიან მონდომებულია, სადაც არ უნდა იყოს საარჩევნო უბანი, ყოველთვის წავა და მისცემს ხმას, ან დამატებითი რესურსია საჭირო, რომელიც უნდა გაიღოს საარჩევნო კომისიამ. უნდა მიავლინონ დამკვირვებლები, რომ სხვადასხვა ქალაქებში გაიხსნას საარჩევნო უბანი. 2012 წელს, როდესაც არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება, მაშინ, ივანიშვილს ჰქონდა სახსრები და მოახერხა ემიგრანტების მობილიზება.
– როგორ ფიქრობთ, გაიღებს თუ არა დამატებით რესურს მთავრობა, ემიგრანტების მობილიზებისთვის?
– ვინც გასულია ქვეყნიდან, მათი უმრავლესობა ოპოზიციას მისცემს ხმას, რადგან კარგი ცხოვრება რომ ჰქონოდათ, ქვეყანას არ დატოვებდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე რასაც ვუყრებ, ოპოზიცია ისეთ დღეშია, მთელი ემიგრანტები რომც ჩაერთონ მაინც ვერ მოაგებინებენ. მთავრობის პოზიცია იქნება ასეთი, შენ თუ გინდა მხარი დაუჭირო ოპოზიციას მიდი საარჩერვნო უბანზე სადაც იქნება გახსნილი და დააფიქსირე შენი ხმა.
– წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის აუცილებლად შესაცვლელი საარჩევნო სისტემაში?
– არჩევნების თემა ძალიან რთულია. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, რეალურად არჩევნების დროს ხმების გაყალბება იმდენად არ ხდება, რამდენადაც პრობლემა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, სიღარიბეა. განსაკუთრებით პერიფერიებში. ამორჩეველი მარტივდ ყიდის თავის არჩევანს. თუ გვინდა, რომ ადამიანებმა გააკეოთნ ღირსეული არჩევანი, დაკმაყოფილებული უნდა ჰქონდეთ ელემენტარული მოთხოვნები. საქართველო სიღარიბიდან ჯერ ვერ ამოვიდა სხვადასხვა ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო და ამის გამოსწორება ასე მარტივი არ არის.
ავტორი: ელენე ფერაძე