„სურვილი მაქვს იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ბიჭებს, სპეციალობა შევასწავლო და დასაქმებაშიც დავეხმარო. იტალიაში ქართველების კოლაბორაციის სურვილი მაქვს. ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ გავაკეთებ. იქნებ, ინფორმაციის გავრცელებაში დამეხმაროთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ყურამდე მივიდეს ეს ინფორმაცია“ – ეს შეტყობინება, ვენეციაში მცხოვრები ინჟინრისგან, გივი ცაგარეიშვილისგან მივიღე. ინფორმაცია იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ დაუჯერებლადაც კი ჟღერდა, მაგრამ საბედნიეროდ, სიმართლე აღმოჩნდა. მინდა ახლოს გაგაცნოთ ეს პიროვნება და მოგიყვეთ მისი საქმიანობისა და კეთილი მიზნების შესახებ, დაეხმაროს იტალიაში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს.
ჩემი რესპონდენტი ინჟინერ-გეოდეზისტი და ტერიტორიული დაგეგმარებისა და მოწყობის სპეციალისტია. დაამთავრა თბილისის გეოდეზიისა და ტოპოგრაფიის სახელმწიფო კოლეჯი, თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი და ვენეციის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
2004 წლიდან დღემდე, მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში, ისეთ დიდ პროექტებზე, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, აბრეშუმის გზა უზბეკეთი-აზერბაიჯანი-საქართველო. ნამუშევარი აქვს ვენეციის ბიენალეზე პავილიონების ტერიტორიულ მოწყობაზე, ევროსტარის რკინიგზაზე: მილანი – ვერონა, ვერონა – ვენეცია და სხვა.
ამჟამად ვერონა-ვიჩენცას რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობაზე, ტექნიკური ოფისის ინჟინერია და როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, გამუდმებით ეძებს მისივე პროფესიის ადამიანებს:
გივი ცაგარეიშილი: თითქმის სულ ვეძებთ დამწყებ, თუ პროფესიონალ ინჟინერ-გეოდეზისტებს. თუ ვინმე აქ არის დაბადებული და გაზრდილი, ან ვინმე, ვისაც ვისაც ინჟინერია აქვთ დამთავრებული და ენა იცის, ან გეომეტრი და ტოპოგრაფი და აქამდე ვერ იშოვნა სამსახური, დავეხმარები მოძიებაში. ასევე ვასწავლი პროგრამებს სრულიად უსასყიდლოდ. თუ ქართული ჯგუფი შეიკვრება, ბევრად უფრო კარგი საქმეების კეთებას შევძლებთ, ასე რომ შეგიძლიათ გამომეხმაუროთ, ყველანაირად გვერდით დაგიდგებით.
– პირველად, როდის გაგიჩნდათ ქართველების ამ ფორმით დახმარების იდეა?
– რამდენიმე თვის წინ, გარდას ტბაზე დავიწყეთ კადრების მოძიება და ძალიან გაგვიჭირდა. ქართველი სპეციალისტების ჩამოყვანა შევთავაზე, რაზეც მაშინვე დამთანხმდნენ, მაგრამ მოლაპარაკების დროს აღმოჩნდა, რომ იტალიელებმა ინგლისური არ იცოდნენ და ქართველებმა – იტალიური, შესაბამისად, შეთანხმება ვერ შედგა. მაშინ გამიჩნდა იდეა, ქართველ ემიგრანტებს ვასწავლო და თან დასაქმებაში დავეხმარო. შეგვიძლია სპეციალისტების “ქართული ჯგუფი” შევქმნათ.
– თუ გიმუშავიათ იტალიაში ქართველებთან ერთად?
– ქართველთან ერთად, ერთხელ მომიწია მუშაობა. ეს პიროვნება არქიტექტორი მიშა მოზაიძე გახლავთ, ვენეციის არქიტექტურის უნივერსიტეტის მაგისტრი. ვენეციის ბიენალეზე ვმუშაობდით ერთად.
– ქართველებმა მუშაობის სურვილი თუ გამოთქვეს, ტერიტორიულად სად უნდა იცხოვრონ?
– ბოლო ორი წელია, მთელი იტალია სამშენებლო ობიექტია და ამიტომ, ყველგან შეიძლება, მთავარი, სურვილია. მსურველებს შეუძლიათ ამ მისამართზე დამიკავშირნენ:
[email protected]
ავტორი: ნინა მამუკაძე
ტრაქტორისტები თუ უნდათ გზებზე პრავიანები ჩემს მეუღლეს ჩამოვიყვან
ტრაქტოეისტები თუ საქმდებიან
Vfiqrob shviltan ertad chamovide.zalian mikvars italia.