იტალიაში, ნეაპოლში მცხოვრები ქართველი მედიატორი და თარჯიმანი მაკა ხაჩოშვილი, ქართველი ემიგრანტებისთვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
მაკა ხაჩოშვილი: გაცნობებთ, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სერვისის შესახებ,რომელიც იტალიის ტერიტორიაზე, კერძოდ ნეაპოლში ფუნქციონირებს.
ეს არის ასოციაცია “პიანოტერა” PIANOTERRA , რომლის ინტერვენცია ემყარება ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფუნდამენტურ პრინციპს:
ორსული ქალბატონების, დედების და არასრულწლოვანი ბავშვების 0-დან 6 წლამდე, პირობების გაუმჯობესებას, ჯანმრთელობის თუ სიღარიბის ასპექტში.
ასოციაცია ეხმარება როგორც ლეგალურად მცხოვრებ დედებს და არასრულწლოვან ბავშვებს, ასევე დოკუმენტების გარეშე მყოფ ოჯახებს.
ადგილზე დახმარებას გაგიწევენ სხვადასხვა კომპეტენტური პირები:
- ექიმები
- სოც. სამსახური
- იურისტები
შეხვედრისთვის წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ქვემოთ მითითებულ ნომერზე.
ენობრივი ბარიერის შემთხვევაში, იქ ადგილზე უკვე დაგეხმარებით მე, მაკა ხაჩოშვილი.
ასოციაცია მდებარეობს ნეაპოლში: Piazza San Domenico Maggiore 3 (Centro storico)
ტელეფონი: 081 293 433
მობილური: 366 150 9122
მომსახურება უფასოა!
გასაუბრება მინდა