მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ პიცებს შორის პირველ ადგილზეა პიცა “ლუი XIII”, შექმნილი რენატო ვიოლას მიერ, რომელიც წარმოშობით აგროპოლიდან, სალერნოს პროვინციიდანაა. აღნიშნული პიცის ღირებულება 12 ათასი დოლარია და დამზადებულია 20 სმ დიამეტრის ცომზე განაწილებული სამი სახეობის ყველაზე ძვირადღირებული ხიზილალით, კამეჩის რძის უმაღლესი ხარისხის მოცარელათი, წითელი კრევეტებით აჩაროლიდან, ლობსტერებით პალინუროდან, ციკადებით ხმელთაშუა ზღვის და ავსტრალიის ვარდისფერი მარილით, მდინარე მიურეიდან.
მეორე ადგილს იკავებს Pizza della Casa del Favitta’s Family, რომლის ღირებულებაც 6860 ევროა და მას ნიუ-იორკში, ცნობილ პიცერია ჰენრიეტაში ამზადებენ. ასევე ცნობილია როგორც „შეყვარებულების პიცა“, ის შეიქმნა ვალენტინობის დღისთვის და აქვს გულის ფორმა. მის ფასს ამართლებს არა იმდენად ინგრედიენტები, არამედ ის, რომ მას ბრილიანტის დეკორაცია ახლავს და შამპანურ Dom Perignon-თან ერთად მოგართმევენ. მისი თავისებურება ის არის, რომ ღირებულება მერყეობს ალმასის ფასების მიხედვით. არსებობს ასევე მისი “ღარიბი” ვერსია, შამპანურისა და ძვირფასი ქვების გარეშე, ყველასთვის ხელმისაწვდომი.
მესამე ადგილს იკავებს Royale 007, სამეფო პიცა ღირებულებით 3500 ევრო , ჯეიმს ბონდისთვის მიძღვნილი, იტალიური წარმოშობის შოტლანდიელი შეფ-მზარეულის დომენიკო კროლას მიერ. ეს პიცა ნამდვილი ფუფუნებაა ინგრედიენტების წყალობით: იგი დაფარულია ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული კონიაკით, ლუი XII რემი მარტინში, ლობსტერით, შამპანურით გარეცხილი ხიზილალით და 24-კარატიანი საკვები ოქროს ფანტელებით. ამ პიცის დაგემოვნება შესაძლებელია გლაზგოში, დომენიკო კროლას რესტორანში.
ირმა მაისურაძე