სერია ა-ს მე-17 ტურის შეხვედრაში “რომა” “ნაპოლის” უმასპინძლა.
პირველი ტაიმის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი 38-ე წუთზე იყო, როდესაც ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ “რომას” ფეხბურთელი დაჯარიმდა. აღნიშნულ მომენტში ჟოზე მოურინიომ აღშფოთება ვერ დამალა და ხვიჩას ესაუბრებოდა, როგორც შემდგომში გაირკვა მოურინიო კვარაცხელიას ეუბნება “კმარა, პატივისცემა გამოიჩინე!”
მატჩი ანგარიშით 2-0 დასრულდა “რომას” სასარგებლოდ.