იმ ქართველ ახალგაზრდებს, რომელთაც ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე, ნებით თუ უნებლიედ, იტალიაში გიწევთ სწავლისა და ცხოვრების გაგრძელება, არაჩვეულებრივი შანსი გაქვთ, ღირსეულად მიიღოთ, ან და გაიღრმაოთ ცოდნა, სხვა ქვეყნების წარმომადგენელ სტუდენტებთან ერთად, დაეხმაროთ საკუთარ ოჯახსა და უფრო მეტიც, ქართულ საზოგადოებას იტალიაში, ან სულაც ამ ცოდნით დაბრუნდეთ საქართველოში და დადებითად შეცვალოთ ქვეყნის პოლიტიკური ამინდი. საქართველო ხომ საუკუნეების მანძილზე დემოკრატიულია მის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ერების წარმომადგენლების მიმართ.
თუ მიგაჩნიათ, რომ ლიდერობის უნარი გაქვთ, ან პირიქით, გსურთ მოსინჯოთ ძალები, ან გაიღრმაოთ კარიერული გამოცდილება, წარმატების მისაღწევად სწორედ რომ არაჩვეულებრივი საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღოთ 2024-2025 წლის ლიდერობის პროგრამაში, სრული დაფინენსებით იტალიის ევროპულ საუნივერსიტეტო ინსტიტუტში (The European University Institute). პროგრამაში ჩართულები არიან ამავე უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები, რომელთა მეთვალყურეობითაც შეისწავლით არა მარტო იტალიის ისტორიასა და კულტურას, არამედ საშუალება მოგეცემათ გახდეთ იმ ლიდერების პროგრამის წევრი, სადაც თავს იყრიან უცხოელი სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
სრულად დაფინანსებული ეს სასტიპენდიო პროგრამა ნებისმიერ მსურველს ლიდერისთვის დამახასიათებლი თვისებებისა და უნარების განვითარების გარდა, საშუალებას მისცემს, პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში გამოიმუშაოს, დახვეწოს და გაითავისოს ხარისხზე ორიენტირებული სხვადასხვა პროფესიული უნარებიც. ასპირანტებს შეუძლიათ, იმუშაონ სხვადასხვა პროფილისა და ეროვნების მქონე ადამიანებთან, ამით ხელს უწყობენ მეტი დადებითი წვლილი შეიტანონ კონკრეტულად საკუთარი ქვეყნის განვითარებაში და ზოგადად იტალიის განვითარებაშიც.
საზღვარგარეთ პროფესიული ლიდერობის სწავლების შესაძლებლობა არა მარტო აუმჯობესებს ინდივიდის საგანმანათლებლო ხარისხს, არამედ ეხმარება პროფესიული უნარების გამოვლენაში, რათა საბოლოოდ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალები დადგნენ. სხვადასხვა ეროვნების სტუდენტები, განურჩევლად მათი რელიგიისა, წარმომავლობისა, კულტურული და პოლიტიკური ტრაციდიციებისა, უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ამ პროგრამით გადალახავენ არსებულ ბარიერებს, ისწავლიან ერთმანეთთან თანამშრომლობას, სხგადასხვა აზროვნების, მენტალობისა და შეხედულებების მქონე ადამიანებთან ურთიერთობისას მათ საშუალება ექნებათ, დაამყარონ თავიანთი დამაჯერებლი სოციალური გავლენა გლობალურ საზოგადოებაში.
ამ 2024 წლის ლიდერობის პროგრამით იტალიის ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტმა ლიდერობის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის საუკეთესოს სახელი მოიხვეჭა. აქ განსაკუთრებით განვითარებულია სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგები. ხარისხის კვლევისა და სწავლების კუთხით ინსტიტუტმა ტრანსნაციონალური აღიარება მოიპოვა. ინსტიტუტი აპირებს გააერთიანოს მისი აკადემიკოსების ცოდნა და კვლევებზე დაფუძნებული გამოდცილება და ამით საზოგადოების დონის ამაღლებისთვის ახალი პოლიტიკური ფორმულირება შექმნას. ინსტიტუტის მიზანია, მსგავსი წარმატებული პროგრამებით ევროპის კულტურ და სამეცნიერო განვითარებაში აქტიური როლი ითამაშოს, ხელი შეუწყოს სტიპენდიანტებისა და პროგრამის მონაწილეების კარიერულ ზრდას. ასევე ინტერდისციპლინარული კვლევების მეშვეობით საზოგადოების გამოწვევებზე, დებატებზე, სემინარებზე, ტრენინგებზე, უნარების განვითარების პრაქტიკულ სესიებზე, კონფერენციებსა და სხვადასხვა ღინისძიებებზე გავლენიანი პირების ხელმძღვანელობით აამაღლოს ცნობიერება.
განაცხადის შეტანისა და პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა ვადის ამოწურვის დღეა 2024 წლის 25 იანვრის ჩათვლით.
სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ წყარო
მოამზადა ვარდი თვალაძემ
დეტალურად როგორ გავიგო ამ პროექტის შესახებ?