ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რომის პაპი ფრანცისკე, განსხვავებული სექსლუალური ორიენტაციის მქონე პირების მიმართ, ლოიალურ განწყობას გამოხატავს. მან ცალსახად დააფიქსირა, რომ მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების დალოცვის ნება ექნებათ, თუმცა, ასევე ხაზგასმით ამბობს, რომ ის აღიარებს ქორწინებას მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის.
რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა თქვა, რომ გარკვეულ პირობებში, მღვდლებს უნდა მიეცეთ უფლება, დალოცონ ასეთი წყვილები. აღსანიშნავია, რომ ვატიკანმა პაპის განცხადება განმარტა და საზოგადოებას აცნობა, რომ ფრანცისკეს ნათქვამი არ გულისხმობს, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების კურთხევა მიეცემათ.
როგორც ვატიკანში აცხადებენ, პაპი ამ გადაწყვეტილებით ერთ რამეს მიანიშნებს, “ღმერთი მიესალმება ყველას“.
უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი დეტალი, მღვდლებს აქვთ უფლებამოსილება, რომ თვითონ გადაწყვიტონ, დალოცავენ თუ არა ასეთ წყვილებს.