ErmesTV საკუთარი მკითხველისა და მაყურებლისთვის იწყებს სტატიებისა და ვიდეორგოლების ციკლს საემიგრაციო, ფისკალური საკანონმდებლო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ამჯერად, დოკუმენტის “Busta paga” მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ:
“რას ნიშნავს “Busta paga?” – ეს არის თვიური სახელფასო აღრიცხვის ფორმა იტალიაში, რომელსაც გვაძლევს დამსაქმებელი და სადაც ჩვენი და დამსაქმებლის პირად ოფიციალურ ინფორმაციასთან ერთად, დატანილია სამუშაო ხელშეკრულების ტიპის შესახებ ინფორმაცია და ყველა ის პუნქტი, რომელიც საბოლოოდ ჩვენს ანაზღაურებას შეადგენს.
ესენია: საათობრივი ანაზღაურების ოდენობა, INPS და INAIL-ის შენატანი, შვებულების გამოყენებული და დარჩენილი რაოდენობა, სავალდებულო გადასახადები, ხელფასის ოდენობა და სხვა. დამსაქმებელი ვალდებულია, ყოველთვიურად, ხელფასთან ერთად გადმოგცეთ ”ბუსტა პაგა”.