ამ ისტორიულ მომენტში, ნაპოლი-ატალანტას მატჩზე მარადონაზე, ჟურნალისტთა ტრიბუნაზე ვიყავი. მატჩის რაღაც მონაკვეთში, სტადიონი განსაკუთრებულად აგუგუნდა და ბოლოს ისე იქუხა, მეგონა რომელიღაც ტრიბუნა ჩამოინგრა.
კვარამ, მოწინააღმდეგის ფაქტობრივად მთელი შემადგენლობა, საოცარი დრიბლინგით “განდაგანა” აცეკვა და ულამაზესად დააგვირგვინა. წამში გავაცნობიერე, რომ რაღაც არაჩვეულებრივის მოწმე გავხდი. არანორმალურად მომინდა იმ გოლის განმეორებით ნახვა იქვე, მაგრამ მარადონაზე ამის საშუალება არ არის. ეს არის გოლი, რომელსაც ისტერიულად ვუყურებ, სადაც არ უნდა შემხვდეს… არასდროს მომწყინდება.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ლუჩანო სპალეტის ამ გოლის შეფასება ვთხოვე. სწორედ მაშინ თქვა სპალეტიმ ის ცნობილი ფრაზა – “ეს არის შემთხვევა, როდესაც შეგვიძლია შევაწუხოთ ყველაზე დიდიც კი (მარადონა), ეს იყო მარადონასეული გოლი.”
ხვიჩა კვარაცხელიას “Gran gala calcio”-ს დაჯილდოებაზე გადაეცა პრიზი, როგორც წლის საუკეთესო გოლის ავტორს, ატალანტას კარში გატანილი გოლის გამო.
ნინა მამუკაძე – ქართველი ჟურნალისტი და თარჯიმანი იტალიაში, ქართულ-იტალიური მედიამაუწყებლის “ERMESTV – ერმესი მედია” დამფუძნებელი
გაიხარეთ ქართველი გმირის საუკეთესო ამბის საკუთარ ენაზე თარგმნისთვის,უამრავი საუკეთესო ახალი ამბავი გეთარგმნოს და მოგეწოდებინოთ ჩვენთვის.