სანაკრებო პაუზის შემდეგ, ნაპოლიში დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია აღებულ ტემპს ინარჩუნებს. მან შოტლანდიისა და ესპანეთის წინააღმდეგ, ჯამშi სამი გატანილი გოლის შემდეგ, ატალანტას კარი, კვლავ, ამჯერად თავური დარტყმით აიღო, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მინდორზე ძალიან საშიშია და რთულია იმის პროგნოზირება თუ რას მოიმოქმედებს კონკრეტულ სიტუაციაში.
მატჩის 64-ე წუთზე გუნდს, ვიქტორ ოსიმენი შეუერთდა. მოგეხსენებათ მან პირველი სანაკრებო პაუზის დროს, ნიგერიაში ტრავმა მიიღო და რიგი თამაშები გამოტოვა.
ნაპოლის და ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივრებს, კარგად ეხსომებათ კვარაცხელიას მიერ, გასული სეზონზე, მარტის თვეში, ატალანტას წინააღმდეგ გატანილი შესანიშნავი გოლი, რომელიც თავბრუმდახვები დრიბლინგის შედეგი იყო. როგორც მაშინ იტალიური პრესა წერდა, ქართველმა, მოწინააღმდეგის თითქმის სრული შემადგენლობა, საკუთარ ჰანგებზე ააცეკვა.
შეგახსნებთ, რომ რუდი გარსიას წარუმატებელი სამწვრთნელო პერიოდის შემდეგ, ის ვალტერ მაძარით ჩანაცვლდა. მაძარის ნაპოლისთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. ის კლუბს 2009-წლებში წვრთნიდა. მეორე სამწვრთნელო წრეზე, 25 ნოემბრის ატალანტა-ნაპოლის მატჩი, მაძარისთვის პირველი და ერთგვარად სატესტოა.