„ნანა მელქაძის მოდის სახლი“ მილანს ესტუმრება, სადაც ორდღიან ჩვენებას გამართავს.
სტუმრებს ადგილზე დახვდებათ თავად დიზაინერი ნანა მელქაძე, რომელიც მოდელებთან ერთად 2024 წლის კოლექციას წარმოადგენს
ჩვენება 25-26 ნოემბერს 17:00 საათზე, ARCADIA ART GALLERY-ში გაიმართება მისამართზე: Ripa di Porta Ticinese, 61 20143 – Milano. ღონისძიება ორგანიზებულია ასოციაცია Milanium M&T-ის მიერ.
ნანა მელქაძე – ქართული მოდის დიზაინერი, მან მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო.
2004 წელს მოდის ფესტივალზე ,მეტეხი პალასში’, მისი კოლექცია გრან-პრით დაჯილდოვდა.
2005 წელს კი, მისი ნამუშევრების პირველი ექსკლუზიური წარმოდგენა შედგა თუმანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც მაღალი კლასის სამოსის ჩვენება მოეწყო სახელად „ცნობილი ქალები პოდიუმზე“. მონაწილე ცნობილ ქლაბატონებს შორის იყვნენ: ირმა სოხაძე, ვერიკო ტურაშვილი, კრისტი ყიფშიძე, ლალი ტოტიკაშვილი, ნანა ცინცაძე, ნატო გელაშვილი, მზია კვირიკაშვილი და სხვანი.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქალბატონმა ნანამ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გახსნა ახალი მოდის სახლი ‘ ნანა მელქაძე’ რომლის კედლებშიც დღემდე ქმნის ახალ, მრავალფეროვანი სტილისა და მიმართულების ელეგანტურ კოლექციებს.
ბოლო წლების განმავლობაში ნანა მელქაძემ მრავალი ფოტოსესია თუ სეზონური ჩვენება მოაწყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მწერალთა კავშირში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ვარდების ბაღში და 2013 წელს ენგურის ხიდზეც კი, სადაც ქართველმა ხელოვანებმა აქცია სახელწოდებით ‘სიყვარულს გჩუქნით’ გამართეს.
ენგურის ხიდზე მოწყობილ იმპროვიზებულ პოდიუმზე ნანა მელქაძემ საქორწილო კაბების კოლექცია წარმოადგინა. ერთ-ერთი საქორწინო კაბა ჩვენებიდან აფხაზ ახალდაქორწინებულ წყვილს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში ნანა მელქაძემ ოცამდე სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემის წამყვანი შემოსა და ეს ტრადიცია, დღესაც გრძელდება.
ყოველ წელს დიზაინერის კოლექციების ოთხი სეზონური ფოტოალბომი იბეჭდება.
სიახლეს წარმოადგენს და აღსანიშნავია, მამაკაცის სამოსის ხაზის წარმატებული დებიუტი.
25 და 26 ნოემბერს გალერეაში ARCADIA ART GALLERY ნანა მელქაძის გამორჩეული კოლექციების გამოფენა გელოდება
კომენტარი 1