ფლორენციაში, სპეციალურად ქართველი ემიგრანტებისთვის, იწყება სასწავლო კურსები, რომლის დასრულების შემდეგაც გაიცემა ოფიციალური ატესტატი. ცენტრი Bee trained სასწავლო სეზონს ქართველი ემიგრანტებისთვის 11 იანვრიდან ხსნის. პირველ ეტაპზე, შესაძლებელი იქნება, პირველადი სამედიცინო დახმარების კურსის გავლა.
მეორე ეტაპზე, მარტიდან გაიხსნება ADB-ს (ADDETTO ALL’ASSISTENZA DI BASE), პერსონის დამხმარის საბაზისო კურსი, რომელიც 600 საათს მოიცავს, აქედან 300 საათი თეორიული ნაწილია, ხოლო 300 საათს სტუდენტები სამედიცინო სტრუქტურებში გაივლიან პრაქტიკას. რაც ფაქტობრივი გარანტიაა მოხუცებულთა და სამედიცინო-სარეაბილტაციო სტრუქტურებში დასაქმების.
ამჟამად, რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ კურსზე…
- დასახელება: პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი
- ხანგრძლივობა: 12 საათი
- დაწყების თარიღი: 11 იანვარი
- გრაფიკი: ხუთშაბათი – 15:00-დან 18 საათამდე (კურსის 12 საათი გადანაწილებულია 4 ხუთშაბათ დღეზე)
- მისამართი: Via Giovanni Maria Cecchi 20 ან Via Boccherini 24A (მისამართი გადაწყდება უმრავლესობის სურვილის მიხედვით)
- ენა: კურსი ჩატარდება იტალიურ ენაზე მაღალკვალიფიციური დოცენტის მიერ. ლექციებს ასევე დაესწრება თარჯიმანი, რომელიც გააიოლებს სასწავლო პროცესს
- შედეგი: გაიცემა ოფიციალური ატესტატი, რომელიც ვალიდურია როგორც იტალიაში, ასევე ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში
- რეგისტრაცია: რეგისტრაციისთვის აუცილებელია გქონდეთ – იტალიური ბინადრობის ნებართვა (Permesso di soggiorno), ან განახლების ქვითარი (Ricevuta), ფისკალური კოდი (Codice fiscale)
- შენიშვნა: კურსის გავლა შესაძლებელია მათთვისაც ვისაც „აზილოზე“ აქვს განაცხადი გაკეთებული. ამ შემთხვევაში უნდა იქონიოთ, განაცხადის დამადასტურებელი ფურცელი, პასპორტის დამოწმებული ასლი, ან ქართული პირადობის მოწმობა
- ასაკი: შეუზღუდავი
- ღირებულება: 165 ევრო + 22% დღგ, სულ 200 ევრო
- რატომ არის სასურველი ამ კურსის გავლა: ამ ტიპის სერტიფიკატის ჩაწერა CV-ში არის პრიორეტეტული ოჯახში ან რომელიმე ორგანიზაციაში დასაქმებისას. მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, დასაქმების ოფიციალური სააგენტოები – Agenzie di lavoro
კურსის აღწერა: პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი შეიცავს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებას, პასუხებს ბევრ შეკითხვაზე, მაგალითად, როგორ ამოიცნოთ საგანგაშო სიტუაცია, რა შემთხვევაში და როგორ დაუკავშირდეთ სასწრაფო დახმარებას, რა ტიპის ინფორმაცია გადასცეთ, როგორ შეაფასოთ ადამიანის ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში როგორ მოახდინოთ პირველადი ინტერვენცია, როგორ დაიცვათ თავი, რომ თავად არ დაზიანდეთ დახმარების გაწევისას, შეისწავლით პირველად სამედიცინო დახმარების საფუძვლებს და ძირითად მანიპულაციებს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად, სპეციალური სამედიცინო ჯგუფის მოსვლამდე და ა.შ.
რეგისტრაციის დაგვიკავშირდით:
Wathsapp: +393513606722
აუ ილე ლად მინდა გა იარო კურსი ❤️
მსურს პრაქტის გავლა და ამასთანავე ჩემი ცოდნის უფრო გაღრმავება
მსურს გავიარო ტრენინგი.ჩემთვის ერთგვარი მოტივაციაა რომ უფრო წინ წავიწიო და ავიმაღლო შესაძლებლობები და განათლების დონე.
GamarjobatSxva kursi argaqvt jer samedicino daxmarebis garda