“ისტორიული დღე – საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ქართველი მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი არქივები გაიხსნება. შეიქმნება ორმხრივი ციფრული ბაზები. გილოცავთ! მადლობა მხარდაჭერისთვის” – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ვატიკანში იმყოფება, სადაც 10 ნოემბერი საქართველოსთვის ისტორილი მნიშვნელობის თარიღად ჩაიწერა.
წმინდა საყდრის ბიბლიოთეკასა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა მემორანდუმი.
ხელი მოეწერა ისტორიულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც დაიწყო ახალი ეტაპი თანამშრომლობის საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკასა და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის, რომლის უმნიშვნელოვანესი კონტექსტი არის ის , რომ ქართველი მკვლევარებისთვის, ისტორიკოსებისთვის და მეცნიერებისთვის ხდება ხელმისაწვდომი ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცული არქივები და საცავები. ასევე ის ფონდი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. აქ შესაძლებელია ნახვა საქართველოს ისტორიის ფრაგმენტების, მე 15 საუკუნიდან დღემდე.
მემორანდუმი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამ კვოტის მიღმა ისარგებლონ ქართველმა მეცნიერებმა და განახორციელონ კვლევითი საქმიანობა. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ნებისმიერი ახალი დოკუმენტის, რომელიც იქნება წარმოდგენილი მისი გაციფრულება მოხდება და საჩუქრად გადაეცემა საქართველოს.