საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში სტაჟირების კონკურსს აცხადებს. საელჩოსა და საკონსულო სამსახურში, 3 თვის ვადით, სტაჟირებას გაივლის განაცხადების განხილვის და გასაუბრების შედეგად შერჩეული 6 აპლიკანტი.
სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტირებული პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი/არის სამაგისტრო, ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%)/პირი, რომელმაც დაასრულა პროფესიული სწავლება, ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%) და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
სასურველია სტაჟირების გავლის კანდიდატი ფლობდეს იტალიურ ენას.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
დ) პასპორტის ასლი;
ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).
ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.
პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და არის:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტირებული პროგრამის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტი/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, რომელიც გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);
სასწავლო პრაქტიკის გავლის ვადა შეადგენს 30 კალენდარულ დღეს.
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ (დანართი №3);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მომართვა/შესაბამის უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
დ) პასპორტის ასლი;
ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი,
რომლის მოქმედების ვადა აღემატება სასწავლო პრაქტიკის გავლის პერიოდს;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).
ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.
სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის შესახებ განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს საელჩოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected];
წყარო: https://italy.mfa.gov.ge/news/087197-saqartvelos-saelcho-italiis-respublikashi-stazhirebis-konkurss-atskhadebs?fbclid=IwAR2rb38aOSOTNy5uyWK9-VnK6wptRhHQpDPox-K6DfTCEkShlkFu2QWcsHo