იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, ოლქის შემოვლის ფარგლებში, 2023 წლის 16 ნოემბერს გეგმავს გასვლითი საკონსულო მომსახურების ორგანიზებას ქ. ნეაპოლში.
გასვლით შეხვედრაზე საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს (სხვადასხვა ცნობები, ბიომეტრიული პასპორტი, ელ. პირადობის მოწმობა, დასაბრუნებელი მოწმობა, დოკუმენტის თარგმანი და სხვა), ასევე მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა გაესაუბრონ საკონსულოს წარმომადგენლებს სამართლებრივ საკითხებზე.
- მოქალაქეთა მიღება გაიმართება ხუთშაბათს, 16 ნოემბერს, 10:00-დან 15:00 საათამდე.
- მისამართთან დაკავშირებული ინფორმაცია გეცნობებათ მომდევნო დღეებში.
- საკონსულო მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
ტელეფონი: +39 3338879123
ელ-ფოსტა: [email protected]
იხილეთ მომსახურების შესაბამისი ქვითრები:
Nulla osta ქორწინების დამაბრკოლებელი:
დასაბრუნებელი:
თარგმანი:
პასპორტი:
არასრულწლოვანის პასპორტი:
პირადობის ელ. მოწმობა:
ცნობის გაცემა – სხვადასხვა: