12 ნოემბერს, ფლორენციაში ქართული ღონისძიება გაიმართება. ქართული დიასპორა იტალიაში, ფლორენციის წმინდა ნინოს ტაძართან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ,,ნანილა“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ანსამბლი უკვე კარგად ნაცნობი და ასევე ახალი რეპერტუარით წარსდგება მაყურებლის წინაშე. საიუბილეო კონცერტზე ასევე მიწვეული იქნება ყველა ის ადამიანი, რომელსაც ანსამბლის დაარსების დღიდან ერთი აგური მაინც დაუდია ამ დიდი ქართული საქმის შენების პროცესში, უცხო მიწაზე.
“დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ( გარმელია) კურთხევით, ფლორენციის წმინდა ნინოს ტაძართან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ,,ნანილა“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება ღონისძიება Teatro Aurora-ში, 12 ნოემბერს, 14:00სთ-ზე.
ასევე იქნება საზეიმო სუფრა კონცერტის დამთავრების შემდეგ, თეატრის გვერდით დარბაზში – დაუკავშირდით:
ირმა დეკანოიძეს – +39 389 1620498.
ზოია სადუნიშვილი- +39 329 284 2459
მარინა ციხელაშვილი – +39 320 1960706.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ფლორენციის საკვირაო სკოლა და ასევე იქნება ემიგრანტ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, მსურველები დაუკავშირდით – რეზო ჭეიშვილს +39 320 2411498” – წერს ფლორენციის სამრევლო.