“იფრთხილეთ, მეგობრებო, ძალიან გამკაცრებულია კონტროლი ევროპაში”.
ისრაელი-პალესტინის ომის დაწყების შემდეგ, პოტენციური ტერორისტული აქტების აღმოფხვრის მიზნით, ევროპის არაერთ ქვეყანაში, მკაცრი კონტროლია. სწორედ ამის შესახებ წერს გერმანიაში მცხოვრები ჟურნალისტი სოფო კორტავა…
“შვეიცარიიდან გერმანიამდე მიმავალ გზაზე ორივე მხარის მხრიდან კონტროლირებადი სიტუაციაა შექმნილი. გერმანიის ორ ქალაქში ფრეიბურგსა და კარლსრუეში სამართალდამცველები ყველა მგზავრს სათითაოდ ამოწმებენ, კონტროლდება ბარგიც. გერმანულ მხარეს თან ახლავს მეძებარი ძაღლები. საბუთების გადამოწმება ხდება სპეციალური აპარატებით რაც სიყალბეს იმ წამსვე აფიქსირებს. შესვლის დროს, პასპორტის გარდა ქვეყანა ითხოვს ვიზას. რამდენიმე ადამიანს ვიზის არ ქონის გამო ავტობუსის დატოვება მოსთხოვეს და შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანეს. შემოწმება მოხდა შვეიცარიაში შესვლის დროსაც , ქვეყანა ინტერესდება ლოკაციით თუ რა მიმართულებაზე მიდის ესა თუ ის მგზავრი , მოწმდებიან გასვლის დროსაც. ერთგვარი სტრესია, ამდენ მგზავრს შორის აწეული ხელები და ძაღლები, რომ გასევია. 7 წელია გერმანიაში ვცხოვრობ და ამ მასშტაბის შემოწმება არასდროს გამივლია. უსაფრთხოების ფასი მართლა არაფერია უცხო ქვეყანაში და ამაზე მნიშვნელოვანიც არაფერია.”