იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რომელიც ყველა ემიგრანტს ყოველთვის ხელთ უნდა ჰქონდეს.
- იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულოს სამსახურში მოქალაქეების მიღება წარმოებს წინასწარ დანიშნული ვიზიტის საფუძველზე.
შემდეგი განრიგით:
ორშაბათი 10:00-14:00
ოთხშაბათი 10:00-14:00
ხუთშაბათი 10:00-14:00
- ვიზიტის დასანიშნად ეწვიეთ შემდეგ ვებ გვერდს www.geoconsul.gov.ge
სამშაბათს 10 საათიდან 14 საათამდე გაიცემა მხოლოდ დასაბრუნებელი მოწმობა (ვიზიტის დანიშვნის გარეშე).
- დოკუმენტების გატანა წარმოებს მხოლოდ პარასკევს 10 საათიდან 14 საათამდე.
- სატელეფონო კონსულტაცია მიმდინარეობს ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 15 საათიდან 17 საათამდე, შემდეგ ნომერზე: 0645540281.
- საგანგებო და გადაუდებელი შემთხვევების დროს დარეკეთ საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე: +393338879123.
- საკონსულო სამსახური მოქალაქეების მიღებას ასრულებს 14 საათზე.
საკონსულოს 2023 წლის დასვენების დღეები:
შაბათი და კვირა
1 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღე;
2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღე;
7 იანვარი – ქრისტეს შობა;
19 იანვარი – ნათლისღება, იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
3 მარტი- დედის დღე;
8 მარტი- ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი- საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
3 მაისი – დიდი პარასკევი;
4 მაისი – დიდი შაბათი;
5 მაისი – აღდგომა;
6 მაისი – მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე;
9 მაისი- ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
26 მაისი- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
28 აგვისტო- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
23 ნოემბერი – გიორგობის დღე;