• Italiano
  • English
🇪🇺 EUR = 2.92 | 🇬🇧 GBP = 3.44 | 🇺🇸 USD = 2.60
ERMES.TV • ერმესი მედია
Georgian Ad
  • მთავარი
  • საქართველო
    ანას კალანდაძის დასახმარებლად – ჟურნალისტი სიმსივნეს ებრძვის

    ნონა გაფრინდაშვილი და “ზარაფხანა” – ლეგენდის 85 წლისადმი მიძღვნილი უნიკალური ჭადრაკი, რომელიც შესაძლოა თქვენიც გახდეს (Foto)

    იტალიაში, ქალაქ პარმის სამეფო თეატრში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა გაიმართა

    იტალიური საწარმო სვანეთში, რომელიც საბჭოთა კავშირმა შეიწირა

    ცვლილება, რომელიც უცხოეთში მიღებულ ზოგად განათლებას შეეხება

    უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება ჯარში გაწვევის შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს?!

    Piero Gadda alla ricerca di una ragazza georgiana: Un secolo fa l’avventura di uno studente italiano in Georgia

    საუკუნის წინ, ქართველი გოგონას გასაცნობად საქართველოში ჩასული, იტალიელი მწერლის თავგადასავალი

    იტალიელთა დავიწყებული მისია საქართველოში 1920 წელს და დელეგაცია, რომელსაც მთელი თბილისი, ყვავილებით აცილებდა

    ევროკომისია საზღვარზე საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციას იძლევა – კონტროლი საზღვარზე

  • იტალია
    რა ღირს ბინადრობის ნებართვის განახლება იტალიაში?

    ნუკა გაგუა ნინა მამუკაძის საავტორო გადაცემაში – LA PIAZZA

    იტალია – „საქართველოს სამკაულის კვირეული“ Rome Jewelry Week-ზე წარდგება – საქართველოში ახალი ქართულ-იტალიური პროექტი შეიქმნა

    მილანში ქართული თეატრი „დებიუტი“ პრემიერისთვის ემზადება

    რომში გიორგი სისაურის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

    “აზილო” – იტალიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის მუშაობის დაწყების ვადა 90 დღემდე გაიზარდა

    MALATTIA – როცა „ბადანტე“ ავად ხდება, ვინ უხდის ბიულეტენის თანხას და რამდენი დღის განმავლობაში?

    იტალიაში დაკარგული ქართველი მამაკაცი, გარდაცვლილი იპოვეს

    ტოსკანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! – საკონსულო მომსახურება

  • ემიგრაცია

    ფლორენციის სამრევლო საკვირაო სკოლა მოსწავლეთა მიღებას აცხადებს!

    იტალიამ ესპანეთთან საპასპორტო კონტროლი დააწესა – ესპანეთი იტალიას: გააუქმეთ სასაზღვრო კონტროლი!

    იტალია – კალაბრიის რეგიონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ

  • TV პროგრამაTV

    ემიგრაცია და ტრანსფორმაცია – დეა ყოლბაია ნინა მამუკაძის პოდკასტში

    ემიგრაცია და ასტროლოგია – მიხეილ ცაგარელი ნინა მამუკაძის პოდკასტში

    იტალია – პიზაში ქართველმა ემიგრანტებმა ქართული რესტორანი “VELLO D’ORO” – “ოქროს საწმისი” გახსნეს

    ვენეციის ბიენალე 2026 – საქართველო და იტალია

    სუხიშვილები ფლორენციაში – Sukhishvili a Firenze

    🎥 ემიგრანტი მხატვრის, ირმა ცინცაძის პერსონალური გამოფენა ფლორენციაში

    გელა ფოცხიშვილი და RNB ფლორენციაში – ნინა მამუკაძის საავტორო გადაცემაში LA PIAZZA

    “მე ვარ მოცარტი” – გია ჯაჯანიძე, იტალიაში ქართველი ჟურნალისტის, ნინა მამუკაძის ობიექტივში

  • მეტი
    • პოლიტიკა
    • მსოფლიო
    • სოციალური მედია
    • სპორტი
    • მოზაიკა
    • ბლოგი
  • რეკლამა
  • ქართული
  • Italiano
  • English
No Result
View All Result

Home ემიგრაცია

ვინ და როგორ შექმნა ესპანეთში პირველი ქართული კომპანია და გაზეთი ემიგრანტებისთვის?! – ექსკლუზიური ინტერვიუ თამარ ბურდულთან

Mzeko Zhvania . Mzeko Zhvania
სექტემბერი 3, 2025
. ემიგრაცია
0
Tamar-burduli-2560x1274
4.9k
ნახვები

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ემიგრაცია, საკმაოდ პოპულარული და ამავდროულად, სენტიმენტალური საკითხია, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას ერთდროულად უკავშირდება. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ემიგრანტია, მათ უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ. დღემდე იყოფა საზოგადოების აზრი ორ ნაწილად: ვერ ჩამოვყალიბდით, ემიგრანტობა ტვირთია, თუ, მომავლის უზრუნველობის განსაზღვრის შესაძლებლობა?! თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს…

თითოეული ემიგრანტისთვის სამშობლოსა და ოჯახის დატოვების მიზეზი განსხვავებულია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, იდენტურიც. ERMES TV  აგრძელებს ერთგული მკითხველისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორიების მქონე ემიგრანტების გაცნობას. ამჯერად, ჩვენი მკითხველი რუბრიკაში “გზაჯვარედინი”, ჟურნალისტის, ესპანური ენა-ლიტერატურის მაგისტრისა და კომპანია ,,ჯეოლექსის” საემიგრაციო საქმეების ექსპერტის ისტორიას გაგაცნობთ. ერთად გავიგოთ, როდი სდაიწყო თამარ ბურდულის ემიგრანტობა და როგორ გახდა ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის Universidad Autónoma de Barcelona  (UAB)-ს მაგისტრატურის სტუდენტი?!  

– დაახლოებით, 14-15 წელიწადია, რაც ესპანეთში ვცხოვრობ. სათვალავიც ამერია. აქ, იმიტომ ჩამოვედი, რომ როდესაც გავთხოვდი, ჩემი მეუღლე უკვე ემიგრანტი იყო და მის გამო, დავტოვე ჩემი ქვეყანა. გვყავს ერთი შვილი, 12 წლის, რომელიც წელს პირველად მარტო წავიდა საქართველოში, მეგობარმა ოჯახმა წაიყვანა. მთელი ზაფხული იქ გაატარა, სრულიად უცხო გარემოში, მაგრამ ძალიან კარგი ადაპტირება გაიარა, რაც გულს მიხარებს. 

– რა ხდებოდა ესპანეთში ჩამოსვლის შემდეგ, როგორი იყო პირველი ნაბიჯები ემიგრაციაში?!

– რაც შეეხება ჩემს ტრაექტორიას, გავიარე ყველანაირი სირთულე, რასაც ყველა ემიგრანტი გადის ხოლმე: ვიმუშავე ყველანაირ ფიზიკურ სამუშაოზე, რაც კი ქალისთვის არსებობს. ამასთან ერთად, მუდმივად ვიყავი მოხალისე, ახალბედა ემიგრანტებს ვეხმარებოდი თავის დამკვიდრებაში, ლეგალურ კანონებში გარკვევაში და ა.შ. როდესაც ესპანეთში ჩამოვედი და საკონსულოში მივედი,  ბროშურაც კი არ იყო ქართულ ენაზე და ძალიან დამწყდა გული. მანამდე  სხვადასხვა ქცეყნებშიც ვიყავი ნამყოფი და საემიგრაციო კუთხით, საკმაოდ ძლიერად იყვნენ წარმოჩენილები და შესაბამისად, სხვა ქვეყნის ემიგრანტები ბევრად უფრო ინფორმირებულებიც იყვნენ, ვიდრე ჩვენ. მოკლედ, ქართულ ენაზე, არანაირი საინფორმაციო წყარო არ არსებობდა ესპანეთში, რომ არაესპანურენოვან ქართველ ემიგრანტს მიეღო რაღაც გარკვეული ინფორმაცია და ცხოვრების აზრზე მოსულიყო. ამიტომ,  აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან, ჩემი მიზანი იყო ოდესმე, ინფორმირებულობის კუთხით  მსგავსი ორგანიზაცია გამეკეთებინა, რაც დღეს მაქვს.

– მანამდე, რაიმე სახის გამოცდილება თუ  გქონიათ?! 

– საქართველოში ჟურნალისტად ვმუშაობდი, წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული ეს სპეციალობა. ვმუშაობდი ერთ-ერთ მედიაორგანიზაციაში და ამის პარალელურად, მაღაზიებში კონსულტანტი ვიყავი. ხელფასი, რომელსაც მაღაზიაში ვიღებდი, ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას ხმარდებოდა. ძალიან კარგ კომპანიაში ვმუშაობდი და ხელფასიც კარგი მქონდა, თუმცა, ყველაფერს ჟურნალისტურ გამოძიებებს ვახარჯებდი ხოლმე. საქართველოში ვერ შევდექი, როგორც ჟურნალისტი. მეტი თანხა დამეხარჯა, ვიდრე, მოვიგე, ბევრი პრობლემა  გავიჩინე, ვიდრე, მოვაგვარე და როცა ესპანეთში გადმოვედი, აღარ მიფიქრია ჟურნალისტიკისკენ გახედვაც. რადგანაც ესპანური ენა არ ვიცოდი, ძალიან გამიჭირდა თავის დამკვიდრება, თან არავისთან კომუნიკაციაში არ ვიყავი, ვინც სწორ მიმართულებას მომცემდა და გზას მაჩვენებდა. უენო ადამიანმა, ყველაზე მარტივად რაც შევძელი, იყო ის, რომ სახლთან ახლოს ვიშოვე სამსახური, მოხუც ქალბატონთან, რომელიც  101 წლის იყო. ბავშვიც ახალი გაჩენილი მყავდა და ჩემთვის მოხერხებული სამსახური იყო, ბავშვსაც ვაქცევდი ყურადღებას და ბებიასაც ვუვლიდი, რომ ხელფასი ამეღო. 

– რამდენად რთული იყო აქტიური და მრავალფეროვანი ცხოვრებიდან, რუტინულ ყოველდღიურობაში გადმონაცვლება?! 

– ჩემთვის ის პერიოდი საკმაოდ რთული იყო, რადგან აქტიური ცხოვრებიდან მდორე სიტუაციაში გადავვარდი. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ემიგრანტებთან შედარებით, საკმაოდ ინფორმირებული ვიყავი ყველაფერზე. სულ ვსწავლობდი, სულ რაღაც კურსებს გავდიოდი. კოვიდის პერიოდში, როდესაც შევხედე, რომ სამყარო ამობრუნდა, ვფიქრობდი: “ადამიანი ორი დღით მოდის და ყველა თავისი სურვილი და ოცნება უნდა აისრულოს და ყველა მიზანი განახორციელოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს“ და მართლაც, გადავწყვიტე უნივერსიტეტში მესწავლა. ბარსელონა ზოგადად, ცნობილია თავისი უნივერსიტეტებით, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს საკუთარი ძალისხმევით ჩავირიცხე ესპანეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში Universidad Autónoma de Barcelona  (UAB), ორმაგი მაგისტრატურის დიპლომი მაქვს. ვარ  ესპანური ენისა და ლიტერატურის მაგისტრი  და ასევე, ესპანური ენის ლექტორი უცხოელებისთვის (ELE).

– საკმაოდ რთულ გამოწვევას გამკლავებიხართ. გარდა ცოდნის და განათლების მიღებისა, რა შეგმატათ, თუნდაც, პიროვნულ თვისებებში უცხოეთში ასეთმა წარმატებამ?!

– უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, დავაფუძნე ონლაინ, ორენოვანი გაზეთი ,,ქართველები ბარსელონაში”. რაც ესპანეთში სწავლამ მომცა, ამას მე ენით ვერ გადმოვცემ, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გარდატეხა და საკუთარ ძალებში და თავში რწმენის დაბრუნება. თითქოს, ახლიდან დავიბადე, ფენიქსივით ფერფლიდან აღვსდექი. ამას მხოლოდ ემიგრანტები გაიგებენ, თუ რას ნიშნავს, დამლაგებლის და მომვლელის პოზიციიდან, უეცრად, ასეთ აკადემიურ სივრცეში რომ ამოყოფ თავს და  ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი იქნები. თან, ვმუშაობდი, თან, ვსწავლობდი, თან, შვილის და ოჯახს ვუვლიდი. თუმცა, ამასთანავე, ჩემი მეუღლე და დედა ძალიან დამიდგნენ გვერდში. 48 საათში ხშირად, მხოლოდ, 4 საათი მეძინა. ლექციების ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს ვაკეთებდი კონსპექტებთან ერთად და სამსახურში რომ მივდიოდი, იქაც,  ყურსასმენებით ვუსმენდი.

– როგორც ვხვდები, სწავლოსა და მუშაობის პროცესში, საკმაოდ ღრმად გაიცანით ესპანეთის ისტორია და კულტურა. გზადაგზა, რაიმე სახის პარალელს თუ ავლებდით თქვენს სამშობლოსთან?! 

– ბევრი საინტერესო რამე აღმოვაჩინე. რაც არ უნდა ბევრი წელი იცხოვრო ქვეყანაში, თუ ამ ქვეყნის ფესვი და ძირი საიდან მოდის არ იცი, ვერასდროს  გაუგებ იმ ხალხს და ვერ ჩასწვდები სიღრმისეულ პრობლემებს. მე ვისწავლე სამოქალაქო ომის პერიოდი ესპანეთში და ეს ჩემთვის იყო “დეჟავუ” ძალიან განვიცდიდი სწავლის პერიოდში ყველა იმ საშინელ ისტორიას, რომელიც ხშირად დოკუმენტალურად არის აღწერილი ესპანურ ლიტერატურაში. ანუ, როცა საქართველიში კომუნიზმი შემოვიდა, მაშინ, ესპანეთი მოიცვა ,,ფრანკიზმმა”, რაც ფაშიზმსაც გულისხმობს თავის თავში. ასე, რომ ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელმაც ძალიან კარგაც იცის საქართველოს ეს ეპოქა, საინტერესო იყო პარალელების გავლება, რამაც მიმახვედრა, რომ ნებისმიერი დიქტატურა, იდეალების მიუხედავად, არის ბოროტება და ერთმანეთის იდენტური. მათ შორის ,,ცენზურა”. როცა ესპანეთში კომუნიზმი გაიდეალებული ჰქონდათ, ჩვენთან იგივე რეპრესიებს განვიცდიდით, რასაც აქ, ესპანეთში განიცდიდა ხალხი

– თქვენს საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ, როგორ შეძელით, უცხო მიწაზე ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც თქვენც განვითარებდათ, როგორც ჟურნალისტს და ქართველი ემიგრანტებისთვისაც დიდი შეღავათი იყო, ინფორმირებულობის თვალსაზრისით?!

– ჩემი გაზეთის შექმნის იდეა Max Aub-მა მომაწოდა. ის,  უცხოელი იყო, მაგრამ ესპანელი მწერალი გახლდათ, რომელმაც  დააფუძნა 1 ადამიანისგან შემდგარი გაზეთი: სამოქალაქო ომის დროს, დევნილობისას ესპანელებს უზიარებდა გამოცდილებას და აძლევდა ინფორმაციას ემიგრაციაში. ისედაც მქონდა ეს იდეა, თუმცა, მისმა ფაქტორმა ძალიან დიდი ბიძგი მომცა და გადამაწყვეტინა ერთი ჟურნალისტის გაზეთი დამეფუძნებინა ენთუზიაზმზე და საკუთარი ხარჯებით. დღემდე, ერთადერთი ორენოვანო საინფორმაციო წყაროა ინტერნეტ სივრცეში, საიდანაც, როგორც ესპანელები, ისე ქართველები იღებენ ერთმანეთის შესახებ ონფორმაციას. ქართულ ნაწილში ბევრ ლეგალურ საკითხებს ვაცნობ თანამოქალაქეებს.

– ამ ყველაფრის პარალელურად, ქართველი ემიგრანტებისთვის და არამარტო მათთვის, ესპანეთში, საკმაოდ საჭირო და ღირებულ საქმესაც აკეთებთ. ამის შესახებ, უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ…

– წლების განმავლობაში ვიმუშავე თარჯიმნად სხვადასხვა ესპანურ იურიდიულ კაბინეტში. 2024 წლის ოქტომბრიდან კი, ქართველ ადვოკატთან, ნათია ქარდავასთან  თანამშრომლობა დავიწყე და ფაქტობრივად, მეორე, დიდი აღმოჩენა გავაკეთე ცხოვრებაში. ასეთი, კარგი თანამშრომლობა, არც ერთ დროში, არც ერთ სამსახურში არ მქონია. პროფესიონალიზმის და თავდადებული მუშაობის კულმინაციაა ეს ადამიანი. მე, კარგად შევისწავლე პენსიების, უმუშევრობის, სოციალურად დაუცველი სტატუსის მინიჭების საკითხები, ასევე, კარგად ვერკვევი ემიგრაციის  საკითხებში სხვადასხვა მიმართულებით. ფაქტობრივად, ჩვენი გაერთიანებით, ემიგრანტებს შევთავაზეთ უამრავი სერვისი ერთ სივრცეში, რაც ემიგრანტს არ უჩენს დაუცველობის შეგრძნებას და პირიქით, ბიუროკრატიულ ლაბირინთში გზას ვუკვალავთ სხვადასხვა ლეგალურ ასპექტებში. ვართ მათი წარმომადგენლები, ვაფუძნებთ და ვმართავთ მათ ბიზნესებს. ასევე, საქართველოდან პროდუქტის შემოტანასა და განბაჟებაში ვეხმარებით. მონაწილეობას ვიღებთ ქონების შეძენასა და გადაფორმებაში. აქამდე, ასეთი მრავლისმომცველი წარმომადგენლობა არ ჰქონია ქართულ დიასპორას, ესპანეთის, არც ერთ ქალაქში, თან, ასეთი ძლიერი გუნდით. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა, ჩვენი რეპუტაცია და პრესტიჟია. უკვე კარგად გვიცნობენ კატალონიის  ადგილობრივი სტრუქტურების მაღალ ეშელონებში და ხშირად გვიწვევენ საემიგრაციო თემების განხილვაზე. ჩვენი კომპანიის იურისტი, ნათია ქარდავა ემიგრანტების თემის საპარალამენტო განხილვაზე დასასწრებადაც მიიწვიეს. ნელ-ნელა ვფართოვდებით და ბარსელონას გარდა, ესპანეთის სხვადასხვა დიდ ქალაქებშიც გვეყოლება წამომადგენლები. ამ ეტაპზე, ნათია ალანიას სახით, პირველი ოფიციალური წამომადგენელი გვყავს ვალენსიაში. ასევე, ჩვენი იურიდიული კომპანიისგან გამოყოფილი გვაქვს გრანტები, წარმატებული ახალგაზრდა ემიგრანტებისთვის. შვილივით ვზრდით ჩვენს კომპანიას და ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით.

– თქვენი კომპანიის ლოგომ, ჩემი ყურადღება მიიქცია… რატომ მაინცდამაინც ქართლის დედა?! 

– ჩვენი კომპანიის ლოგოა ქართლის დედა, როგორც ქართველი ქალის ძლიერების და მართლმსაჯულების სიმბოლო. ჩევნდა გასაკვირად, რაც ვიდეოების დადება დავიწყეთ ძალიან ბევრი ხალხი გვიყურებს და გვეხმიანება “ტიკტოკზე”. სოციალურ ქსელებს წლებია აქტიურად ვიყენებთ, მაგრამ ამ პლატფორმას არასდროს ვაქცევდი ყურადღებას, რაც “ტიკტოკის” გამოყენება დავიწყეთ უამრავი ადამიანისგან გვესმის რომ გვიყურებენ, როგორც საქართველოში, ისე, ესპანეთში – როგორც ბიზნესმენები, ისე პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები. ყველა ამას გვეუბნება.

– აქამდე, არ ყოფილა მსგავსი მომსახურება ბარსელონაში?!

– არსად არ არის მსგავსი სერვისი, პიონერები ვართ, ვინც ქართველი ემიგრანტების სეგმენტზე მუშაობს, მათ მომსახურებაზეა ორიენტებული და გათვლილი. ჩვენ, პირველი ქართული კომპანია ვართ, სადაც, მხოლოდ ქართველები ვმუშაობთ. თუმცა, გვყავს უამრავი სხვადასხვა ეროვნების კოლაბორატორი. რაც ყველაზე მთავარია, ვართ 100% ლეგალურები.

ე.წ. ,,იოლი გზის” მაძიებლობის გამო, უამრავი ქართველი ემიგრანტი ხდება თაღლითობის მსხვრეპლი. ჩვენ ყოველთვის ვასწავლით, რომ ლეგალურ გზას არ უნდა გადაუხვიოთ, მაგრამ შეგვიძლია ყოველთვის ვისარგებლოთ ლაფსუსებით, რომელიც გარკვეულ მომენტში რაღაცეების ლეგალურად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, ადგილმდებარეობა გვაქვს ქალაქის ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ ადგილას, ამ ზონას ,,ოქროს სამკუთხედს” უწოდებენ, რაც მაღალი კატეგორიის კლიენტისთვის ბევრად უფრო სოლიდურ შეხედულებას გვაძლევს. ალბათ ამ ბოლო დროს ამიტომაც ადგილობრივი კლიენტების გარდა, მრავლად გვყავს საქართველოდან ჩამოსული შეძლებული ხალხი, ვინც აქ, ესპანეთში ყიდულობს უძრავ ქონებას და ფულს აბანდებს.

– სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ…

– ჩვენი გეგმაა, ნებისმიერი მსხვილი, თუ წვრილი ბიზნესი, რომელიც საქართველოდან შემოვა, ჩვენი ოფისის კლიენტი გახდეს. ჩვენ ვქმნით ისეთ ბრენდს, რომელიც იქნება ხარისხის და სანდოობის გარანტი, რაც ქართველ ემიგრანტებს და სათვისტომოს, კიდევ უფრო, მეტ პრესტიჟს შესძენს. მარტო ვერაფერს შევძლებდი. ეს ყველაფერი  განავითარა, ორი ქართველის გაერთიანებამ. მე და ნათია ქარდავამ  ჩვენს გუნდთან ერთად, სასწაულები შევძელით.

– დაბოლოს, რედაქციის გადაწყვეტილებით, ჩემი რუბრიკის თითოეული სტუმარი უტოვებს შეკითხვას შემდეგ სტუმარს. იტალიასა და შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა მევიოლინემ, ქეთი აბიათარმა შემდეგი სტუმრისთვის დატოვა შეკითხვა: რისი სურნელი აქვს თქვენთვის ცხოვრებას?!

– იასამნის… ჩვენს ეზოში იდგა და სურნელთან ერთად აფრქვევდა ბედნიერებას. უზომოდ მიყვარს. ბავშვობის ყველა ბედნიერ დღეს და ჩემს ოჯახს უკავშირდება. ამაზე მარტივად არასდროს დამიბრუნებია პასუხი. მადლობა ქ-ნ ქეთის!

– თქვენ რას შეეკითხებით შემდეგ რესპონდენტს?!

– რა გვაძლევს მთავარ სტიმულს ემიგრანტებს უცხო ქვეყანაში, იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებულები?!

წინა პოსტი

იტალიური ენის გამოცდა გრძელვადიანი “პერმესოს” მისაღებად – ყველა დეტალი

შემდეგი პოსტი

იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქართველი ქალი ემსხვერპლა

Mzeko Zhvania

Mzeko Zhvania

დაკავშირებულიპოსტები

რა ღირს ბინადრობის ნებართვის განახლება იტალიაში?
ემიგრაცია

ოქტომბერი 5, 2026
მილანში ქართული თეატრი „დებიუტი“ პრემიერისთვის ემზადება
ემიგრაცია

მილანში ქართული თეატრი „დებიუტი“ პრემიერისთვის ემზადება

სექტემბერი 19, 2026
“აზილო” – იტალიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის მუშაობის დაწყების ვადა 90 დღემდე გაიზარდა
ემიგრაცია

“აზილო” – იტალიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის მუშაობის დაწყების ვადა 90 დღემდე გაიზარდა

სექტემბერი 7, 2026
MALATTIA – როცა „ბადანტე“ ავად ხდება, ვინ უხდის ბიულეტენის თანხას და რამდენი დღის განმავლობაში?
ემიგრაცია

MALATTIA – როცა „ბადანტე“ ავად ხდება, ვინ უხდის ბიულეტენის თანხას და რამდენი დღის განმავლობაში?

აგვისტო 27, 2026
იტალიაში დაკარგული ქართველი მამაკაცი, გარდაცვლილი იპოვეს
ემიგრაცია

იტალიაში დაკარგული ქართველი მამაკაცი, გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 21, 2026
ტოსკანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! – საკონსულო მომსახურება
ემიგრაცია

ტოსკანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! – საკონსულო მომსახურება

აგვისტო 17, 2026
შემდეგი პოსტი
avaria-960x638

იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქართველი ქალი ემსხვერპლა

  • ტრენდული
  • კომენტარები
  • უახლესი
ქართველი ინჟინერ-გეოდეზისტი იტალიაში, რომელიც მზადაა, ქართველ ემიგრანტებს სპეციალობა უანგაროდ შეასწავლოს და პროფესიით დასაქმებაში დაეხმაროს

ქართველი ინჟინერ-გეოდეზისტი იტალიაში, რომელიც მზადაა, ქართველ ემიგრანტებს სპეციალობა უანგაროდ შეასწავლოს და პროფესიით დასაქმებაში დაეხმაროს

სექტემბერი 3, 2025
“ბადანტის”, ძიძის, მოახლის ანაზღაურება იტალიაში, კატეგორიების მიხედვით

აგვისტო 14, 2024
“გაცნობებთ, უფასო სერვისების შესახებ იტალიაში, ორსული ქალებისთვის, დედებისა და მათი მცირეწლოვანი შვილებისთვის”

იანვარი 11, 2024
იტალიაში, ახალგაზრდა ქართველი ქალი, გარდაცვლილი იპოვეს

თებერვალი 17, 2024
უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა – პასუხი ყველა კითხვაზე

როგორ და სად დავუკავშირდეთ საქართველოს საკონსულოს იტალიაში?!

alfabeto-georgiano-259x194

l’alfabeto georgiano – ქართული ანბანი – Uno dei alfabeti più antichi ancora usati nel mondo

0
მუსიკალური ნოტების სისტემის შექმნის ისტორია

მუსიკალური ნოტების სისტემის შექმნის ისტორია

0
რა ღირს ბინადრობის ნებართვის განახლება იტალიაში?

რა ღირს ბინადრობის ნებართვის განახლება იტალიაში?

ოქტომბერი 5, 2026
ნუკა გაგუა ნინა მამუკაძის საავტორო გადაცემაში – LA PIAZZA

ნუკა გაგუა ნინა მამუკაძის საავტორო გადაცემაში – LA PIAZZA

სექტემბერი 29, 2026
იტალია – „საქართველოს სამკაულის კვირეული“ Rome Jewelry Week-ზე წარდგება – საქართველოში ახალი ქართულ-იტალიური პროექტი შეიქმნა

იტალია – „საქართველოს სამკაულის კვირეული“ Rome Jewelry Week-ზე წარდგება – საქართველოში ახალი ქართულ-იტალიური პროექტი შეიქმნა

ოქტომბერი 4, 2026
მილანში ქართული თეატრი „დებიუტი“ პრემიერისთვის ემზადება

მილანში ქართული თეატრი „დებიუტი“ პრემიერისთვის ემზადება

სექტემბერი 19, 2026

უახლესი

სექტემბერი 15, 2026
“აზილო” – იტალიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის მუშაობის დაწყების ვადა 90 დღემდე გაიზარდა

“აზილო” – იტალიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის მუშაობის დაწყების ვადა 90 დღემდე გაიზარდა

სექტემბერი 7, 2026
  • ქართული
  • Italiano
  • English

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    
რებრენდინგი WEBMODE.ORG
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
  • წესები და პირობები

© 2024-2025 ERMES.TV

No Result
View All Result
  • მთავარი
  • საქართველო
  • იტალია
  • ემიგრაცია
  • TV პროგრამა
  • მეტი
    • პოლიტიკა
    • მსოფლიო
    • სოციალური მედია
    • სპორტი
    • მოზაიკა
    • ბლოგი
  • რეკლამა
  • ქართული
  • Italiano
  • English

© 2024-2025 ERMES.TV

ERMES TV