წელს, იტალიის ქალაქ ვენეციაში შესვლის ღირებულება ორმაგდება და 10 ევრო ხდება, რაც მხოლოდ იმ ტურისტებზე გავრცელდება, ვინც ქალაქში მგზავრობას ოთხ დღეზე ნაკლებ ვადაში ჯავშნიან.
უფრო ორგანიზებული ტურისტები, რომლებიც თავიანთ მოგზაურობას ხუთ დღით ადრე ჯავშნიან, ვენეციაში შესასვლელად ისევ მოქმედ ოდენობას, ანუ 5 ევროს გადაიხდიან.
ცნობისათვის: ვენეცია ერთ-ერთი ყველაზე ტურისტულ ქალაქად ითვლება მსოფლიოში. მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე, რომლებიც ხიდებით არის დაკავშირებული. მდებარეობს ჭაობიან ვენეციის ლაგუნაში, რომელიც გადაჭიმულია მდინარეების – პოსა და პიავეს შესართავებს შორის. ვენეცია ცნობილია თავისი სილამაზითა და გარემომცველი ბუნებით, არქიტექტურითა და ხელოვნებით. ვენეციის ლაგუნასთან ერთად, ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობისძეგლთა სიაში.
ასევე დაგაინტერესებთ: იტალიაში ემიგრანტი მხატვრის რეზო ივერიელის პერსონალური გამოფენა მოეწყო – სიუჟეტი





















































