წელს, საქართველოსთვის, გამორჩეული Milano Fashion Week-ია.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის კვირეულია მსოფლიოში, წელიწადში ორჯერ, ქალისა და მამაკაცთა კოლექციების წარმოსადგენად და ამ პერიოდში,
მილანი, გლობალური მოდის დედაქალაქად იქცევა ხოლმე, სადაც საკუთარ კოლექციებს წარადგენენ როგორც ისტორიული იტალიური მოდის სახლები, ისე ახალი თაობის დიზაინერები. მილანური ამბების შესახებ “Milano _ ინგას მილანი” გვიყვება
მილანისა და მილანელებისთვის უცხო არაა გამორჩეული სტილის ფენომენი, თუმცა, მოდის კვირეულის პერიოდში, განსაკუთრებით სასიამოვნოა ქალაქის ცენტრალურ უბნებში სეირნობა, იმდენი საუცხოო გარეგნობის მოდელი გოგო~ბიჭი შეგხვდებათ.
მილანი, წელს, მოდის კვირეულს,
2026 წლის 24 თებერვლიდან 2 მარტამდე უმასპინძლებს.
ერთი კვირის განმავლობაში ქალაქი საერთაშორისო მოდის მთავარ სცენად იქცევა, სადაც წარმოდგენილი იქნება კოლექციები, რომლებიც განსაზღვრავენ მომავალი სეზონის ტენდენციებს.
კალენდარი მოიცავს ფიზიკურ და ციფრულ ჩვენებებს. პრეზენტაციებსა და მრავალ ღონისძიებას. ჩვენებების თვალყურის დევნება შესაძლებელია პლატფორმაზე –
milanofashionweek.cameramoda.it
და რატომ არის გამორჩეულად განსაკუთრებული?
იმიტომ რომ 27 თებერვალს, იმ სამი დიზაინერის ახალ კოლექციას ვიხილავთ, რომლებიც საქართველოსთან ასოცირდებიან.
- გალიბ გასანოვი – ეთნიკურად აზერბაიჯანელი, საქართველოში დაბადებული, გაზრდილი, ამჟამად მილანში მცხოვრები დიზაინერი, რომლის შესახებ არაერთხელ მოგვიყოლია თქვენთვის.
იგი წარმოაგენს ბრენდს INSTITUTION BY
GALIB GASSANOFF; - დემნა გვასალია – რომლის ჩვენებასაც მხოლოდ ჩვენ კი არა, სრულიად მოდის სამყარო ელოდება Gucci -ს ახალი კოლექციით;
- დავიდ კომა (კომახიძე) – ქართული წარმოშობის დიზაინერი, რომელმაც თავისი სახელობის ხაზი, ლონდონში ჯერ კიდევ 2009 წელს დააარსა. ახლა კომა წარმოადგენს იტალიურ ბრენდს Blumarine
ახალი ინფორმაციისთვის, თვალი ადევნეთ და მოიწონეთ 👇





















































