კონკურსი ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე
იტალიის საელჩო თბილისში (საქართველო) აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული ასისტენტის 1 (ერთ) პოზიციაზე (ხელშეკრულების ტიპი: უვადო).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადაა 2025 წლის 20 ოქტომბრის 23:59სთ (საქართველოს დროით). განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს კონკურსის პირობებში მითითებული წესების დაცვით. კონკურსის პირობებში მოცემულია, ასევე, კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი მოთხოვნები, პირობები და საკონკურსო განაცხადის შესავსები ფორმა.
აღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია განახლდება და გამოქვეყნდება იტალიის საელჩო ს ვებგვერდზე. პროცედურებთან დაკავშირებული კითხვები გააგზავნეთ ელ.ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it. როგორც მითითებულია კონკურსის პირობებში, ამავე მისამართზე ხდება საკონკურსო განაცხადების გაგზავნა.
კონკურსის პირობებისა და საკონკურსო განაცხადის სანახავად ეწვიეთ საელჩოს ვებგვერდს.
ასევე დაგაინტერესებთ: ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡ ᲐᲠᲐᲔᲠᲗᲒᲖᲘᲡ ᲩᲔᲛᲞᲘᲝᲜᲘ, ᲝᲗᲮᲒᲖᲘᲡ ᲠᲔᲙᲝᲠᲓᲡᲛᲔᲜᲘ ᲒᲔᲜᲐᲓᲘ ᲒᲣᲠᲐᲚᲘᲐ ᲘᲢᲐᲚᲘᲘᲓᲐᲜ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠᲐᲓ ERMES TV-ᲡᲗᲕᲘᲡ





















































