ფინედუს ტრენინგი ემიგრანტებისთვის!
საქართველოს ეროვნული ბანკის და მისი პარტნიორების ორგანიზებით ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საგანმანათლებლო ტრენინგი 10-14 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.
- ტრენინგზე დასწრება უფასოა
- მონაწილეები შეირჩევიან სარეგისტრაციო ფორმით
- დარეგისტრირება შესაძლებელია როგორც ცალკეულ თემებზე, ისე სრულ კურსზე.
ტრენინგის მიზანია მონაწილეები დააფიქროს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
- ფინანსური სისტემა და მომხმარებლის უფლებები
- როგორ დავზოგოთ და ვმართოთ პირადი ბიუჯეტი
- საბანკო პროდუქტები და სავალუტო რისკები
- ფინანსური უსაფრთხოება
- საინვესტიციო შესაძლებლობები და მეწარმეობა
სარეგისტრაციო ფორმა იხ. ბმულზე – https://forms.gle/Bzdq1xiS9GTJNT9v8
დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე – https://www.finedu.gov.ge/…/emigrantebis-finansuri…
ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia და FinEdu – ფინედუ
პარტნიორები: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia და Enterprise Georgia

ასევე იხილეთ: ᲠᲝᲛᲘᲡ ᲡᲐᲛᲠᲔᲕᲚᲝᲡ ᲗᲔᲐᲢᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲓᲐᲡᲘ “ᲛᲐᲠᲒᲐᲚᲘᲢᲔᲑᲘ” ᲓᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲓᲐᲜ ᲛᲝᲬᲕᲔᲣᲚᲘ ᲗᲔᲐᲢᲠᲐᲚᲔᲑᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲐᲓᲒᲔᲜᲔᲜ ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠᲐᲡ – “ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲣᲠᲔᲑᲘ”





















































