უფასო დახმარება რომის ემიგრანტებისთვის!
“მნიშვნელოვანი და სასარგებლო სიახლე რომში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის და არამარტო”… ინფორმაციას ქართველი თარჯიმანი და მედიატორი ნეაპოლში, მაკა ხაჩოშვილი გვიზიარებს:
“ქალაქ რომში, სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტი და მიგრანტების მიღების ერთიანი ცენტრი – “SUAM” უცხოელ მოქალაქეებსა და თავშესაფრის მაძიებლებს უფასო დახმარებას სთავაზობს შემდეგ სპეციალურ სერვისებსა სოციალურ ინტეგრაციაზე”
ადვოკატის მომსახურება (AREA LEGALE)
ცენტრი სთავაზობს დახმარებას შემდეგ სერვისებზე:
ადვოკატის დახმარება საერთაშორისო დაცვის – აზილოს სტატუსის აღების პროცედურაში
ასევე
- ოჯახის გაერთიანება (ricongiungimento famigliare)
- იტალიური მოქალაქეობის მიღება (Cittadinanza);
- კონსულტაცია საცხოვრებელი უფლებების და რეგისტრაციის საკითხებში.
“SUAM” ასევე სთავაზობს ინდივიდუალურ მხარდაჭერას სამუშაოს მოძიებაში;
ასევე:
- სტაჟირების პროგრამებში ჩართვას
- პროფესიულ და საუნივერსიტეტო განათლებაზე მიმართულებას
- კონსულტაციას საზღვარგარეთ (წარმომავლობის ქვეყანაში)
- მიღებული დიპლომებისა და პროფესიული კვალიფიკაციების აღიარების საკითხებში.
ჯანმრთელობის სერვისი (AREA SALUTE):
„Dottor Binario“ პროექტის ფარგლებში SUAM სთავაზობს სპეციალისტ ექიმებთან ვიზიტებს, რომლებიც იმართება ოთხშაბათსა და ხუთშაბათის დილით. ეს სერვისი მიზნად ისახავს მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა ჯანმრთელობის მხარდაჭერასა და სპეციალისტთა დახმარების მიწოდებას.
როგორ დაუკავშირდეთ:
- ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით შემდეგ ცხელ ხაზს: 800938873 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00–17:00,
- ან ეწვიეთ SUAM-ს ამავე სამუშაო საათებში (ოთხშაბათს მხოლოდ წინასწარი ჩაწერით).
- წინასწარი ჩაწერისთვის გააგზავნეთ ელ.ფოსტა: sportellounico@immigrazione.roma.it
- ან ადგილზე შესაბამის სამომსახურო მისამართზე: Roma – via Giovanni Mario Crescimbeni 25 (ჩამოსასვლელი ფეხით Colosseo მეტროს სადგურიდან B ხაზზე ან Manzoni მეტროს სადგურიდან A ხაზზე).
ასევე დაგაინტერესებთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲣᲠᲘ ᲔᲜᲘᲡ ᲣᲤᲐᲡᲝ ᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲥᲐᲚᲐᲥ ᲞᲠᲐᲢᲝᲨᲘ





















































