ტურინის უნივერსიტეტი აცხადებს მსურველთა ჩაწერას ინგლისურენოვან სამაგისტრო კურსზე „Techniques for the Analysis, Identification, and Evaluation of Mineral Deposits” 2025-2026 აკადემიური წლისთვის. სამაგისტრო კურსი იმართება ტურინის, გენუის, ნეაპოლის, კალაბრიის, კატანიის, კალიარის, პადუის, კიეტის და ფერარის უნივერსიტეტებისა და იტალიის კვლევების ეროვნული ცენტრის გეოლოგიურ მეცნიერებათა და გეოლოგიური რესურსების ინსტიტუტის (IGG-CNR) ხელშეწყობით. ინფორმაციას გვიზიარებს იტალიის საელჩო საქართველოში
სამაგისტრო კურსზე წინასწარი ჩაწერა შესაძლებელია 2025 წლის 17 ოქტომბრის 15:00 სთ-მდე (იტალიური დროით).
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
Ambasciata d’Italia a Tbilisi/იტალიის საელჩო საქართველოში
ასევე დაგაინტერესებთ: ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲛᲝᲖᲐᲠᲓ ᲛᲐᲧᲣᲠᲔᲑᲔᲚᲗᲐ ᲗᲔᲐᲢᲠᲘ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ “ᲛᲖᲘᲐᲜ ᲒᲣᲚᲡ” ᲩᲐᲘᲢᲐᲜᲡ






















































