ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
2025 წლის 8 ნოემბერს, ქ. მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ეწვევიან ქ. ბოლცანოს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საკონსულო ავრცელებს.
ბოლცანოში საკონსულოს წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს:
- ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის განახლება
- საქართველოს მოქალაქის პირველადი რეგისტრაცია
- ელექტრონული პირადობის მოწმობის განახლება
- სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება
- სხვადასხვა სახის ცნობები
- თარგმანი
მიღების საათებისა და მისამართის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი.
წარსადგენი საბუთები
ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის სრულწლოვანის შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- 2 ცალი ფოტოსურათი 3,5×4,5
- ძველი პასპორტი ორიგინალი + ასლი
თუ პასპორტს ითხოვთ დაკარგული პასპორტის ნაცვლად, უნდა წარმოადგინოთ პასპორტის დაკარგვის თაობაზე ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ/კომპეტენტურ ორგანოებში შესაბამისი განაცხადის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება დაკარგული პასპორტის ნომერი, ასევე უნდა მოხდეს ცნობის ქართულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნა და სათანადო წესით დამოწმება.
ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის არასრულწლოვანის შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- არასრულწლოვანის პასპორტის მოთხოვნისას აუცილებელია ორივე მშობლის პირადი გამოცხადება
- 9 წლიდან ბავშვის გამოცხადება სავალდებულოა.
- 2 ცალი ფოტოსურათი 3,5×4,5
- ბავშვის დაბადების მოწმობა **თუ დაბადების მოწმობა გაცემულია იტალიაში (ან სხვა ქვეყანაში), უნდა წარადგინოთ აპოსტილით დამოწმებული საერთაშორისო/მრავალენოვანი (Internazionale/Plurilingue) დაბადების მოწმობის ორიგინალი
- **თუ დაბადების მოწმობა გაცემულია საქართველოში, წარადგინეთ ასლი – ასეთის არსებობის შემთხვევაში
- ბავშვის ძველი პასპორტი ორიგინალი + ასლი
- ორივე მშობლის პასპორტი ორიგინალი + ასლი
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი,
- 2 ცალი ფოტოსურათი 3,5×4,5
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება:
- საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის) ასლი.
- სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის) ასლი.
- 2 ცალი ფოტოსურათი 3,5×4,5
- დაბადების მოწმობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი ( აპოსტილით დამოწმებული და ქართულ ენაზე თარგმნილი )
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არასრულწლოვნის შემთხვევაში
- საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის) ასლი.
- სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის) ასლი.
- 2 ცალი ფოტოსურათი 3,5×4,5 -ზე
- დაბადების მოწმობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი (აპოსტილით დამოწმებული)
- არასრულწლოვნის მშობლების პასპორტის ასლი.
- აუცილებელია ორივე მშობლის პირადი გამოცხადება
- 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში მისი გამოცხადება საჭიროა თანხმობისთვის.
თარგმანი
- პასპორტის ასლი
- სათარგმნი დოკუმენტის ასლი
ვისაც გსურთ გადახდა წინასწარ მომსახურების საფასურის, საკონსულოს უნდა მიწეროთ ელ-ფოსტაზე: cons.milan@mfa.gov.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:
- 02 89076640 , 02 89076641 (სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 15:00- 17:00 საათამდე).
- ცხელი ხაზი გადაუდებელი შემთხვევებისთვის: 3295546282





















































