მიგრაცია ამერიკაში – ტრამპის პრეზიდენტობის პირველივე თვეს, აშშ-ში 20 000-ზე მეტი არალეგალურად მყოფი მიგრანტი დააკავეს.
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას დეპორტაციების შესახებ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველივე თვეს, 20 000-ზე მეტი არალეგალურად მყოფი მიგრანტი დააკავეს. დეპარტამენტის მდივნის, კრისტი ნოემის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს იმისთვის რომ მკაცრად დაიცვან ქვეყანაში უკანონოდ საზღვრის კვეთა. მათი თქმით: “პრეზიდენტი და ამერიკის ეროვნული
უსაფრთხოების დეპარტამენტი, საზღვრების დაცვით და კრიმინალების დეპორტაციით, ყოველდღიურად მოქალაქეთა სიცოცხლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.”
ტრამპის ადმინისტრაციის საემიგრაციო პოლიტიკა, ყოველთვის სიმკაცრით გამოირჩეოდა იმიგრაციის კონტროლის მიმართ და ამჯერადაც აგრძელებს შეიმუშაოს საზღვრის კონტროლის სტრატეგია არალეგალური იმიგრაციის
წინააღმდეგ მომდევნო თვეებში. და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ ამერიკა ემიგრანტების მიერ შექმნილი ქვეყანაა.
მიგრაცია ამერიკაში – ხელისუფლების განცხადებით, მათ მიიღეს მკაცრი ზომები არალეგალურ
მიგრაციასთან საბრძოლველად, რადგან წინა წლებში ასობით ათასმა არალეგალმა მიგრანტმა მოახერხა ქვეყანაში შეღწევა. ”ასობით ათასი არალეგალი იყო შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ მათ სახლში ვაბრუნებთ, ისე რომ მათ აღარ მიეცეთ უფლება კვლავ დაბრუნდნენ”, დაამატა კრისტი ნოემიმ.
ამერიკელთა აზრი ორად გაიყო. ერთის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ მკაცრი ზომები საზღვრის დასაცავად აუცილებელია, რათა თავიდან აიცილონ უკანონოდ საზღვრის კვეთა, მეორეს მხრივ კი აქტივისტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ამით ირღვევა მიგრანტების ფუნდამენტური უფლებები და უარყოფითად ისახება მიმგრანთა საზოგადოებაზე.
შეერთებულ შტატებში მიგრაციის საკითხი განხილვის საგნად იქცა. პოზიციები განსხვავებულია. საზოგადოების ნაწილი მხარს უჭერს მკაცრი პოლიტიკის აუცილებლობას, ნაწილი კი ითხოვს რეფორმებს, რათა მიგრანტების უსაფრთხოება დაცული იყოს.

სოფო ჩუთლაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – მნიშვნელოვანი სიახლე “აზილოს” რეგულაციებში






















































