ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა იტალიაში, ქალაქ მოდენაში.
ქალაქის ცენტრში მამაკაცი ავტომობილით ხალხში შევარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებით მან დანის გამოყენებაც სცადა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც მის შეჩერებას ცდილობდა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი – 31 წლის იტალიის მოქალაქე, მაროკოული წარმოშობის მამაკაცი უკვე დააკავა.
პირველადი ინფორმაციით, დაშავებულია დაახლოებით 15 ადამიანი, რამდენიმე მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით მძიმე დაზიანებები მიიღო ერთმა ქალმა, რომელმაც, ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე ფეხი დაკარგა.
მომხდარის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია, გამოძიება მიმდინარეობს.





















































