იტალიაში, ქალაქ მილანში ტრაგედია მოხდა. 92 წლის მოხუცმა მამკაცმა საკუთარ მომვლელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქალი, მძიმე მდგომარეობით კლინკაშია გადაყვანილი. მომვლელი რუმინული წარმოშობის 46 წლის ქალის.
ქალი მოხუცთან ბარონას უბანში, მომვლელად მუშაობდა. აქამდე გაურკვეველია, რამ გამოიწვია სროლა, სავარაუდოდ, კამათმა, რამაც 92 წლის მამაკაცს იარაღის აღებისა და ცეცხლის გახსნისკენ უბიძგა. ქალს ჭრილობები მუცლის არეში აღენიშნება. მიუხეადავდ იმისა, რომ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს გამოძიება.





















































