ტოსკანას რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს: ოლქის შემოვლის ფარგლებში სამსახური გეგმავს გასვლითი საკონსულო მომსახურების ორგანიზებას ქალაქ ფლორენციაში.
მოქალაქეთა მიღება გაიმართება კვირას, 2025 წლის 19 ოქტომბერს 10:00 – დან 16:00სთ-მდე. Tag: საქართველოს საკონსულო იტალიაში
მისამართი: Via dei Serragli 102 Firenze (სამრევლო ტაძრის დარბაზი)
შეხვედრაზე საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს (სხვადასხვა ცნობები, ბიომეტრიული პასპორტი, ელ. პირადობის მოწმობა, დასაბრუნებელი მოწმობა, დოკუმენტის თარგმანი და სხვა). ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საკონსულოს წარმომადგენლებს სამართლებრივ საკითხებზე გაესაუბრონ.
საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით:
ტელეფონი: +39 3338879123
ელ-ფოსტა: cons.rome@mfa.gov.ge
ვინაიდან მოქალაქეებთან შეხვედრის თარიღი ემთხვევა კვირა დღეს, რეკომენდებულია მომსახურების საფასურის წინასწარ გადახდა.
პასპორტის და პირადობის ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში, აუცილებელია წარმოადგინოთ პასპორტის 2 ფოტო (დაბეჭდილი და დისკზე ჩაწერილი)
იხილეთ მომსახურების შესაბამისი ქვითრები:
Nulla osta ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობა:
https://drive.google.com/…/1OuOhsPjx…/view…
დასაბრუნებელი მოწმობა:
https://drive.google.com/…/1uaeuQw…/view…
თარგმანი:
https://drive.google.com/…/1QokHqKUy5CwV8AUd06y…/view…
ბიომეტრიული პასპორტი:
https://drive.google.com/…/1_jehCv504CdIPsPSxr5UbFO5A…/view…
არასრულწლოვანის ბიომეტრიული პასპორტი:
https://drive.google.com/…/1UqoNmXlvetMPV44gaJNbBWOd…/view…
პირადობის ელ. მოწმობა:
https://drive.google.com/…/1z4Zr6dyB2uo1rcd1NqUZkSs6e…/view…
ცნობის გაცემა – სხვადასხვა:
https://drive.google.com/…/1kGw…/view…
Tag: საქართველოს საკონსულო იტალიაში
ასევე დაგაინტერესებთ: ᲢᲣᲠᲘᲜᲘᲡ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲘ ᲐᲪᲮᲐᲓᲔᲑᲡ ᲛᲡᲣᲠᲕᲔᲚᲗᲐ ᲩᲐᲬᲔᲠᲐᲡ ᲡᲐᲛᲐᲒᲘᲡᲢᲠᲝ ᲙᲣᲠᲡᲖᲔ – ᲘᲢᲐᲚᲘᲘᲡ ᲡᲐᲔᲚᲩᲝ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ





















































