საკონსულო მომსახურება – ტოსკანის რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, ოლქის შემოვლის ფარგლებში, გეგმავს გასვლითი საკონსულო მომსახურების ორგანიზებას ქ.ფლორენციაში.
მოქალაქეთა მიღება გაიმართება კვირას, 2026 წლის 6 სექტემბერს, 10:00-დან 16:00 სთ-მდე.
მისამართი: Via dei Serragli 102 Firenze (სამრევლო ტაძრის დარბაზი)
შეხვედრაზე საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საკონსულოს წარმომადგენლებს სამართლებრივ საკითხებზე გაესაუბრონ.
საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგუკავშირდით:
ტელეფონი: +39 3338879123
ელ-ფოსტა: cons.rome@mfa.gov.ge
ვინაიდან მოქალაქეებთან შეხვედრა კვირა დღეს გაიმართება, გთხოვთ თან იქონიოთ საკონსულო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
პასპორტის და პირადობის ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში, აუცილებელია წარმოადგინოთ პასპორტის 2 ფოტო (დაბეჭდილი და დისკზე ჩაწერილი)
მომსახურების შესაბამისი ქვითრები:
Nulla osta ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობა:
https://drive.google.com/…/1Tv3qDXBhgeQgHullxaA…/view…
დასაბრუნებელი მოწმობა:
https://drive.google.com/…/1awIA6NbN73d…/view…
თარგმანი:
https://drive.google.com/…/1CX7qxw3Vwst8DgEt6NE…/view…
ბიომეტრიული პასპორტი:
https://drive.google.com/…/1uHVxgvrRWPSUFWCEQwk…/view…
არასრულწლოვანის ბიომეტრიული პასპორტი:
https://drive.google.com/…/1BajP7rZp-hNE7yHNQqk…/view…
პირადობის ელ. მოწმობა:
https://drive.google.com/…/1omfQiZZWMkklyzMYDRl…/view…
ცნობის გაცემა – სხვადასხვა:
https://drive.google.com/…/1JHdOFy7K6kCo9nwi50g…/view…
Tag: საკონსულო მომსახურება
ასევე იხილეთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲐ – ᲞᲘᲖᲐᲨᲘ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲛᲐ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲔᲑᲛᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲢᲝᲠᲐᲜᲘ “VELLO D’ORO” – “ᲝᲥᲠᲝᲡ ᲡᲐᲬᲛᲘᲡᲘ” ᲒᲐᲮᲡᲜᲔᲡ





















































