თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას აპირებთ, ან უკვე მიიღეთ?!
საქართველოს კანონმდებლობა იძლევა ორმაგი მოქალაქეობის ფლობის საშუალებას, მაგრამ ეს ავტომატურად არ ხდება, აუცილებელია სპეციალური პროცედურის გავლა.
არსებობს ორი პროცედურა:
1.მოქალაქეობის აღდგენა
2.მოქალაქეობის შენარჩუნება
აღდგენის პროცედურის გავლა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზით დაკარგეთ საქ. მოქალაქეობა. მაგ: მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად; არამართლზომიერად; მშობელის არჩევანის შედეგად.
სხვა შემთხვევაში ხდება შენარჩუნების პროცედურის გავლა.
ორივე შემთხვევაში განაცხადის გაკეთება ხდება:
1.საქართველოში იუსტიციის სახლში
2.ან თქვენს სამყოფელ ქვეყანაში არსებულ ქართულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულოში
მნიშვნელოვანი! როგორც აღვნიშნე, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა ორმაგი მოქალაქეობის ფლობის საშუალებას, მაგრამ შესაძლოა მეორე ქვეყანა არ ითვალისწინებდეს ორმაგ მოქალაქეობას, შესაბამისად, ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, ავტომატურად დაკარგავთ საქართველოს მოქალაქეობას, ამიტომ წინასწარ მოიძიეთ თქვენი ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია ორმაგი მოქალაქეობის შესახებ.





















































