საბუთების შემოწმება, იდენტიფიცირება და გაჩერება…
სამართალდამცველს, იქნება ეს სახელმწიფო პოლიცია, კარაბინერი, მუნიციპალიტეტის პოლიცია და ა.შ. შეუძლიათ გაგაჩეროთ და გაიძულონ გაყოლა პოლიციის განყოფილებაში, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უარს იტყვით თქვენი პირადობის გაცხადებაზე (გვარი, სახელი, და ა. შ.), ან არ წარადგენთ პირადობის დამადასტურებელ საბუთს, ან როდესაც ისინი მიიჩნევენ, რომ თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ყალბია.
ამას ეწოდება გაჩერება იდენტიფიცირებისთვის. პოლიციის ოფიცრები, რომელთა მეშვეობითაც მიდიხარ პოლიციის დანაყოფში, ვალდებულნი არიან გადასცენ ინფორმაცია რესპუბლიკის პროკურატურას და აქვთ უფლება თქვენი იდენტიფიცირებისთვის საჭირო დროით, მაგრამ არაუმეტს 24 საათისა გაგაჩერონ განყოფილებაში.
თქვენს ამოსაცნობად უფლება აქვთ აგიღონ თითის ანაბეჭდებიდა, გადაგიღონ ფოტოები, მაგრამ არ აქვთ უფლება სხეულიდან აგიღონ რაიმე ნიმუში დნმ ანალიზისათვის, როგორიცაა თმის ღერი, ნერწყვი და ა. შ. ამას სჭირდება მოსამართლის განკარგულება.
ზემოთაღნიშნული პროცედურისთვის არაა სავალდებულო ადვოკატის აყვანა, მაგრამ თუ არ ფლობთ ენას, აუცილებლად უნდა მოითხოვოთ თარჯიმანი. თქვენ როგორც დაკავებულს უფლება გაქვთ დაუყოვნებლივ მოსთხოვთ მათ ინფორმაციის გადაცემა რესპუბლიკის პროკურატურაზე, რადგან ამ მომენტიდან აითვლება ის კანონით გათვალისწინებული 24 საათიანი დაკავების ვადა.
თუ თქვენ უარს იტყვით საბუთების შემოწმება ზე, ან წინააღმდეგობას გაუწევთ პოლიციის თანამშრომლებს საკუთარი მონაცემების წარდგენაზე, ან სამართველოში გაყოლაზე, შესაძლებელია შემდომში დანაშულში დაგდონ ბრალი. თუ განაცხადებთ წერილობით, ან სიტყვიერად ყალბ მონაცემებს, ან წარადგენთ ყალბ დოკუმენტებს, თქვენს წინააღმდეგ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.
ასევე დაგაინტერესებთ: სად მიდის თქვენზე ინფორმაცია, როდესაც საზღვარზე, ან თავშესაფრის მოთხოვნისას, ანაბეჭდებს გიღებენ?!





















































