ბიზნესი იტალიაში – ტოსკანას რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, მათ შორის ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებისთვის, რომელთაც იტალიაში მცირე ბიზნესის წამოწყება აქვთ გადაწყვეტილი, დაიგეგმა უფასო ონლაინ კურსი, რომლის დასრულების შემდეგაც, კურსდამთავრებულს გადაეცემა საერთაშორისო სერთიფიკატი.
ქართულ-იტალიური მედია ERMES TV პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია!
პროექტი ორგანიზებულია Microcredito-ს მიერ Regione Toscana-ს დასაქმების ცენტრებთან შეთანხმებით და სასწავლო ცენტრ BeeTrained Formazione e Sicurezza-ის მიერ.
ონლაინ კურსი დაყოფილია ორ ფაზად. ფაზა A – 60 საათი და ფაზა B- 40 საათი. მათ შორის ინტერვალი იქნება 15 დღე. მეცადინეობები ჩატარდება ვიდეოკონფერენციის საშუალებით. ტრენინგს გაუძღვებიან ფინანსური, ადმინისტრაციული და ბიზნეს სექტორის ექსპერტები.
- კურსის საერთო ხანგრძლივობა 100 საათი
- სავალდებულოა 70%-იანი დასწრება მაინც
- კურსი უფასოა, რადგან ის ფინანსდება PNRR-მიკროკრედიტის სახსრებით
- კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი
- ბიზნესი იტალიაში ს კურსი იწყება 20 იანვარს
რეგისტრაციის პროცედურა და საჭირო დოკუმენტაცია:
კურსზე ჩასაწერად პირმა უნდა მიმართოს ტერიტორიულ დასაქმების ცენტრს (Centro impiego) და მოითხოვოს Yes I Start UP პროექტში ჩარიცხვა.
სასწავლო ცენტრში კურსზე რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი; ელ.ფოსტა; ტელეფონის ნომერი; პირადობის მოწმობის ასლი; ფისკალური კოდის ასლი; თუ უცხოელი ხართ, ბინადრობის ნებართვის ასლი.
კურსზე რეგისტრაცია შეუძლიათ შემდეგი კატეგორიის პირებს:
- დასაქმებულ პირთა იმ კატეგორიას, რომელიც 2022 წლის იტალიის ბიუჯეტის (legge n. 234/2021, art. 1,comma 200) მიხედვით იქნა განსაზღვრული;
- უმუშევრები: იგულისხმება ის კატეგორია, რომელიც NASPI და DIS-COLL-გან იღებს სოციალურ დახმარებას;
- ვინც Reddito di cittadinanza-ს ბენეფიციარია;
- მოწყვლადი კატეგორია: ახალგაზრდები 30 წლამდე (NEET), სოციალურად დაუცველი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, 55 წელს გადაცილებული დასაქმებული პირები;
- უმუშევარი პირები, რომელთაც არ ჰქონიათ სამუშაო ხელშეკრულება ბოლო ექვსი თვის განმავლობაში;
- დაბალი შემოსავლის მქონე დასაქმებული პირები (გადახდისუუნარობის ზღვარზე მყოფნი საგადასახადო რეგულაციების მიხედვით);
- უმუშევარი პირები, რომლებიც ამოირიცხნენ GOL-ის პროგრამიდან;
- დასაქმებული პირები, გარდა იმ პირებისა, ვინც ბიზნესს აწარმოებს 24 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
სტუდენტს უნდა ჰქონდეს კომპიუტერი და/ან ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი (სასურველია Gmail). აუცილებელია იტალიური ენის და კომპიუტერის გარკვეულ დონეზე ცოდნა, რათა კურსის ბოლოს დაწეროთ თქვენი ბიზნეს გეგმა, რომელიც არის სავალდებულო ნაშრომი.
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის:
Tel: 800 13 48 53
E-mail: info@beetrained.it
გისურვებთ წარმატებებს!
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია, ქალაქი უდინე – კურსები „ბადანტეებისთვის“ და ოჯახის დამხმარეებისთვის





















































