საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც 6 თვეს უცხოეთში გაატარებენ, სახელმწიფო დაზღვევა შეუჩერდებათ. ბრძანება, რომელიც არსებულ წესს ცვლის, „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 31 დეკემბერს გამოსცა.
დოკუმენტი 1 იანვრიდან ამოქმედდა.
იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საყოველთაო დაზღვევას, სერვისების მისაღებად ის ახლიდან უნდა ჩაერთოს სისტემაში – ამისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში ვიზიტი და განცხადების დაწერა.
საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა 2013 წლიდან მოქმედებს – მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ნაცვლად „ქართულმა ოცნება“ მოვიდა. ეტაპობრივად დაფინანსების წესებიც შეიცვალა. ამბულატორიული სერვისების ნაწილს სახელმწიფო სრულად აფინანსებს, ასევე ფინანსდება გეგმური და არაგეგმური ოპერაციები ნაწილობრივ ან მეტწილად.





















































