ქართველები იტალიაში – თექის თვითნასწავლი ოსტატი, ქართველი ემიგრანტი იტალიაში, ლიზა ოთარაშვილი, ტოსკანას ულამაზეს და განსაკუთრებულ ქალაქ პიზაში დაგეგმილ გამოფენაში მონაწილეობს, რომელიც 3 მაისს გაიმართება.
ეს არის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა Arteland – Terra d’arte, რომლის იდეის ავტორიც ჟურნალისტი და კრიტიკოსი იოლანდა პიეტრობელი გახლავთ და წარმოდგენილია ფონდ “კრის პიეტრობელი”-ს მიერ.
ლიზა ოთარაშვილი: “მეამაყება, რომ მრავალ ექსპონატს შორის, ჩემი ნამუშევარი შეირჩა და გამოიფინება. პიზაში და ზოგადად ტოსკანაში მცხოვრებ ქართველებს, გიწვევთ გამოფენაზე “არტლენდი – ხელოვნების მიწა”, სადაც იქნება წარმოდგენილი ჩემი ერთი-ერთი ნამუშევარი BIANCO E NERO. როდესაც ნამუშევარი გადავაგზავნე, იოლანდა პიეტრობელი ტელეფონით დამიკავშირდა და მითხრა, რომ ძალიან უცხო ნამუშევრები მქონდა და მანამდე არ ენახა ასე თექით შესრულება. ცოტა არ იყოს გამიკვირდა და თან ძალიან გამიხარდა. წარმოდგენილი იქნება 100 ხელოვანი.”
გამოფენაზე დასწრების მსურველებს შევახსენებთ, რომ ინაუგურაცია გაიმართება 3 მაისს, 18.00 საათზე.
მისამართი: პიზა, Via degli Uffizi 1 (პიზის მერიის გვერდით)
ასევე დაგაინტერესებთ: ლიზა ოთარაშვილის თექის ეკლიფსი, იტალიის საერთაშორისო გამოფენაზე





















































