საქართველოს მოდის კვირეული – 14 ივნისს, თბილისში, სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში”, ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს მოდის კვირეულის მეხუთე სეზონი. სადაც აკრედიტაციით ქართულ-იტალიური მედია ERMES TV-იც იმყოფება. ღონისძიება ორ დღეს გასტანს და მოიცავს როგორც მოდის ჩვენებებს, ისე შოურუმს, რომელიც ღიაა ფართო აუდიტორიისთვის.
კვირეულში მონაწილეობს 22 ქართველი და უცხოელი დიზაინერი, რომლებიც წარადგენენ 2025/26 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს. კოლექციები განსხვავდება როგორც სტილისტურად, ისე ფერთა გამით.
მოდელებთან ერთად, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ, პოდიუმზე გამოდიან სპეციალურად მოწვეული უცხოელი მოდელებიც. ღონისძიებაზე აკრედიტებულია 60-ზ მეტი ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფი. ორგანიზატორების განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დამწყები ფოტოგრაფების ჩართულობასაც — მხარდაჭერისა და პროფესიული განვითარების მიზნით.
Georgia Fashion Week-ის სტუმრებს შორის არიან მოდის კვირეულების ორგანიზატორები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, ინფლუენსერები და ბლოგერები.






















































