თავშესაფრის მოთხოვნა იტალიაში – “აზილო”
იტალიაში თავშესაფრის მოთხოვნა, ბოლო პერიოდში კვლავ ძალიან აქტუალური გახდა. ხშირად, არასწორი, ან ინფორმაციის ნაკლებობის გამო, პროცედურა უსასრულოდ ხანგრძლივდება. სწორედ ამიტომ გვინდა შემოგთავაზოთ იტალიაში, ტოსკანაში ქართველი თარჯიმნის, ნონა მაჭარაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც დეტალურად არის მოცემული ე.წ. “აზილოს” ეტაპები.
ნონა მაჭარაშვილი: როგორ მივიღოთ იტალიაში საერთაშორისო თავშესაფარი (Rifugio o protezione internazionale)?
თავშესაფრის მოთხოვნა იტალიაში – “აზილო” – მოთხოვნები, ტიპები, პროცედურები:
1. თავშესაფრის მოთხოვნისთვის 3 წლიდან უკვე პერიოდის ხანდაზმულობა იწყება და საქმეც რთულდება. ამიტომ, თუ ამ განზრახვით ხართ იტალიაში ჩამოსული, უმჯობესია, ქვეყანაში შემოსვლიდან, მაქსიმუმ რვა სამუშაო დღეში შეიტანოთ განაცხადი.
2. კანონის მიხედვით, თავშესაფარი შეგიძლიათ მოითხოვოთ იმ შეთხვევაში, თუ თქვენი ქვეყნიდან წამოხვედით ომის, პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური დევნის გამო. თუ თქვენ გამოექეცით არაადამიანურ და დამამცირებელ სოციალურ პირობებს, ან წამებას და თქვენი ცხოვრება იქ არ არის უსაფრთხო.
3. თავშესაფრის განაცხადის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ სასაზღვრო პოლიციას, ან პოლიციის ადგილობრივ შტაბს. პოლიციის საემიგრაციო განყოფილება შეადგენს დოკუმენტს თქვენი განცხადების საფუძველზე და შექმნის ოქმს ფორმა C3, რომელიც, ძირითადად, შეიცავს თქვენს პირად ინფორმაციას, ისტორიას თუ რატომ დატოვეთ წარმოშობის ქვეყანა.რომელსაც თან დაურთავს თქვენს პიროვნულ შიფრებს.
4. განაცხადის წარდგენისას მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებული დოკუმენტი. საცხოვრებლისთვის, ასევე,უფლება გაქვთ მიმართოთ მიგრანტთა მიმღებ სისტემას, მაგრამ დაკმაყოფილების შანსი ძალიან დაბალია, ან არ არსებობს.ასეთი საცხოვრებლები თითზე ჩამოსათვლელია იტალიაში და შესაბამისად, განაცხადის გაკეთება მხოლოდ დროის კარგვაა.
5. პოლიციის (ქვესტურის) საიმიგრაციო დეპარტამენტი თქვენი განცხადების შეტანისთანავე გასცემს სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს თავშესაფრის მოთხოვნის მოლოდინს ე.წ.ექვსთვიანი პერმესო. თავად თავშესაფრის მიღების პროცედურა კი, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. თუმცა, ამ დროს თქვენ უკვე ხელთ გაქვთ დროებითი ბინადრობის ნებართვა და შესაბამისად, არ ხართ არალეგალი და თქვენი სტატუსია რეგულარული თავშესაფრის მაძიებელი – თავშესაფრის, ფისკალური კოდისა და სამედიცინო მომსახურების ბარათის უფლებით
6 თვიანი დოუმენტის აღებიდან 60 დღის შემდეგ, შეგიძლიათ სამსახურის ოფიციალურად დაწყება, ანუ ნაცონალური კონტრაქტის გაფორმება, სრული შრომითი ხელშეკრულებით სარგებლობის უფლებით (ტრედიჩეზიმა, ლიკვიდაციონი, ფერია) 2015 წლის 30 სექტემბრის საკანონმდებლო განკარგულების 22-ე მუხლით დადგენილია,რომ თავშესაფრის მაძიებელს შეუძლია რეგულარული სამუშაო ხელშეკრულების გაფორმება.
6. როდესაც, 6 თვის შემდეგ, წარსდგებით იმ ტერიტორიულ კომისიასთან, სადაც განაცხადი შეიტანეთ,გირჩევთ, მიხვიდეთ კარგად მომზადებული, რომ კომისიას დაუმტკიცოთ დოკუმენტის გაცემის აუცლებლობა. სურვილის შემთხვევაში დაიხმარეთ კომპეტენტური პირი, მედიატორი ან ადვოკატი, (თუმცა მედიატორმა უკეთ იცის პროცესის შიდა სამზარეულო) თან იქონიეთ მის მიერ მითითებული ყველა დოკუმენტი და იყავით ფსიქოლოგიურ მზადყოფნაშიც, რომ კომისიას ამომწურავად მიაწოდოთ მიზეზები, რომ დაუბრკოლებლად აღიაროს თქვენი საერთაშორისო დაცვის ფორმა.
ტერიტორიულ (რეგიონალურ) კომისიას შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილება. გახსოვდეთ, ყველა ისტორია, პიროვნება, სიტუაცია ინდივდუალურია!
- კომისიას შეუძლია, მოგანიჭოთ ლტოლვილის სტატუსი და 5 წლიანი პოლიტიკური თავშესაფარი;
- მოგანიჭოთ ე.წ.,,შვილობილი დაცვა”, თუ დაინახავს პირის სერიოზული დაზიანების არსებობას და ამ შემთხვევაშიც 5 წლიანი თავშესაფრის ნებართვა გასცეს;
- შეუძლია, მიმართოს პოლიტიკურ შტაბს, რომ გასცეს ბინადრობის ნებართვა განსაკუთრებული, სპეციალური შემთხვევებისთვის, 2 წლის ვადით (Protezione speciale);
- შეუძლია, უარი განაცხადოს და არ სცნოს საერთაშორისო დაცვის ფორმა;
- შეუძლია, უარი სთქვას განხილვაზე იმ მიზეზით,რომ ეს განაცხადი უკვე განიხილა და არ დააკმაყოფილა ევროპის სხვა ქვეყანამ;
- თუ კომისია აღიარებს, რომ განაცხადი აკმაყოფილებს ,,დუბლინის” ხელშეკრულების პირობას, მას შეუძლია, დაუმატოს ერთთვიანი პერიოდი, განმეორებითი განხილვისთვის და განახორციელოს გადამოწმების პროცედურები.
- თუ საბოლოოდ,განაცხადი უარყოფილი იქნა კომისიის მიერ, თქვენ გაქვთ გასაჩივრების უფლება 30 დღის განმავლობაში. გასაჩივრების პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 2 წლამდე. თუმცა,ა მ ხნის განმავლობაში კვლავ სარგებლობთ მაძიებლის სტატუსით და ყველა ის უფლება გინარჩუნდებათ, რაზეც უკვე ზემოთ იყო საუბარი.
თავშესაფრის მაძიებელმა, რომელმაც მიიღო კომისიისგან უარი, შეუძლია დამატებითი დოკუმენტაციის მოპოვების შემთხვევაში, გააკეთოს ხელახალი განაცხადი.
ეს გახლავთ ის ძირითადი შტრიხები, რაც “აზილოს” შინაარსს მეტად თვალსაჩინოს გახდიდა თქვენთვის. დანარჩენზე, შეგიძლიათ მომმართოთ პირადად.
ასევე დაგაინტერესებთ: იტალიის მოქალაქეობა – შესაძლოა, მოლოდინის ათწლიანი ვადა, ხუთ წლამდე შემცირდეს





















































