თავშესაფრის (აზილო) მაძიებლებს იტალია ტურიზმის სფეროში დაასაქმებს
მსოფლიო ლტოლვილთა დღესთან დაკავშირებით, იტალიის მთავრობასა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ლტოლვილებისა და მიგრანტებისთვის ტურიზმში დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის.
ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს: შრომის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ტურიზმის სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ საბჭომ (EBNT), პროფკავშირებმა და კომპანიებმა (Federalberghi, Fipe, Fiavet, Filcams, CGIL და სხვა…)
შეთანხმების მიზანია ლტოლვილებისა და დაუცველი მიგრანტებისთვის ტურიზმის სფეროში დასაქმების შესაძლებლობა, ტრენინგების და პრაქტიკული გამოცდილების შეთავაზება, კომპანიებთან თანამშრომლობით.
ლტოლვილებსა და მიგრანტებს, რომლებსაც აქვთ ბინადრობის ნებართვა, იმისთვის რომ შეძლონ შრომით ბაზარზე თავის დამკვიდრება და ინტეგრაცია, უნდა გაიარონ სპეციალური სასწავლო კურსები.
ანალოგიური შეთანხმება წარმატებით განხორციელდა სამშენებლო სფეროში, რაც აჩვენებს, რომ მსგავსი პროექტები ნამდვილად მუშაობს. ეს შეთანხმება შეესაბამება საერთაშორისო და ეროვნულ ნორმებს, იტალიის კანონმდებლობას მიგრაციისა და შრომის შესახებ. იგი აჩვენებს, რომ შესაძლებელია მიგრანტების დასაქმება ისე, რომ მათი უფლებები იყოს დაცული, და თან აკმაყოფილებდეს იტალიის შრომითი ბაზრის მოთხოვნებს.
Tag: აზილო
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – კალაბრიის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!





















































