იტალიაში, ქალაქ რომში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ასოციაცია “თამარიონის” პრეზიდენტი თამარ დვალი, რომელიც არაერთ ქართველს დადგომია გვერდით ბიუროკრატიული, თუ არაბიუროკრატიული პრობლემების მოსაგვარებლად, წერილს აქვეყნებს:
“დღეს კიდევ კარგი ამბით მოვედი… ორ ემიგრანტ ქალბატონს Lara Lariko და რიტა, რომლებსაც საბუთის აღებაში ვეხმარებოდი, დავხარჯეთ დრო და ენერგია, ვინერვიულეთ ერთად, ტყუილად არ ჩაუვლია.
ეს დიდი გამარჯვებაა, ამიტომ თავს ვაძლევ უფლებას, ეს ამბავი თქვენამდე მოვიტანო, რათა იტალიაში მყოფ ემიგრანტებს მივცეთ იმედი, რომ სწორი გადადგმული ნაბიჯებით მივაღწევთ წარმატებას.
არაფერია მიუღწეველი, თუ ამას ჩვენ მოვინდომებთ. წარმატებები ყველას! გისურვებთ უცხო მიწაზე სანდო ადამიანების გარემოცვაში რეალიზებას, რომელიც ასე საარსებოდ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ადამიანების დახმარება წარმატებისკენ თამამად გადადგმული ნაბიჯია, ამ ყველაფერს კი სიკეთის კეთება ქვია. ამ სიკეთეებზე თამამად უნდა ვისუბროთ და ვიამაყოთ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვბაძოს. არ მოგვერიდოს მადლობის გადახდა, ბევრი მადლიერი ადამიანი გვყავდეს ეს სტიმულია თითოეული ჩვენთაგანისთვის და ამის აღიარების არ უნდა შეგვრცხვეს. პირიქით უნდა ვიამაყოთ.
სიკეთე და ერთგულება გადამდებია, ამიტომ ვისაუბროთ სიკეთეებზე და ნაკლებ აგრესიას ვნახავთ სოცქსელებში ასე ხშირად რომ ვაწყდებით.
ბედნიერი კვირის დასასრული, კარგო ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ,” – წერს თამარ დვალი.





















































