ისინი თავს კარაბინიერებად ასაღებდნენ, რათა მოტყუებით შეეღწიათ მოხუცებულთა და შშმ პირთა სახლებში. მილანის სამართალდამცველებმა 21-კაციანი კრიმინალური დაჯგუფება გამოავლინეს. მათ ბრალად ედებათ ჯგუფური მოქმედება, ქურდობა, მოპარული ნივთების მიღება და ფულის გათეთრება. კარაბინერები ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ ბრალდებულთაგან ერთ-ერთი უკვე დაკავებული იყო სხვა დანაშაულებისთვის, ექვსი მათგანი ციხეში გადაიყვანეს, ცხრას, მათ შორის 96 წლის ქალს, შინაპატიმრობა მიესაჯა, ხოლო ხუთს ტერიტორიის შეზღუდვა.
გამოძიება, სახელწოდებით „Altro Mondo“, რომელსაც მილანის საგამოძიებო განყოფილება აწარმოებდა და მილანის პროკურატურა კოორდინირებდა, 2023 წელს დაიწყო და 2025 წლის 11 დეკემბერს დასრულდა.
“ბანდის” მოქმედების პრინციპი ერთი იყო. კარაბინერების მსგავს ფორმაში ჩაცმული პირები მოიპოვებდნენ სამიზნის ნდობას, აღწევდნენ სახლში, ერთი მათგანი ყურადღებას გადაატანინებდა, მეორე სახლს ჩხრეკდა და ნივთები გაჰქონდა.
დაჯგუფება სავარაუდოდ, პასუხისმგებელია მინიმუმ 12 ქურდობაზე, რომელთაგან 10 “თვითმარქვია კარაბინერები ს“ ტექნიკის გამოყენებით იქნა ჩადენილი, ასევე მოპარული ნივთების მიღების 15, ფულის გათეთრების 8 შემთხვევაზე და ა.შ. ეს ყველაფერი იტალიაში, შვეიცარიასა და ბელგიაში ხდებოდა.
მოპარული საქონლის საერთო ღირებულება დაახლოებით 2,5 მილიონ ევროს შეადგენს. შინაპატიმრობაში მყოფ პირებს შორის არის 96 წლის ბოშა ქალი, იგი დაჯგუფების დამფუძნებელად ითვლება. ის აქტიურად მონაწილეობდა მოპარული საქონლის მიღებაში და დაჯგუფების მუჯანოში არსებულ “ბაზას” განაგებდა.
ასევე იხილეთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ, ᲝᲯᲐᲮᲨᲘ ᲓᲐᲡᲐᲥᲛᲔᲑᲣᲚᲘ ᲞᲘᲠᲘ ᲐᲠᲘᲡ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲘ, ᲨᲔᲐᲕᲡᲝᲡ ᲬᲚᲘᲣᲠᲘ ᲓᲔᲙᲚᲐᲠᲐᲪᲘᲐ 7 30?





















































