“სტრანიერები” იტალიელებისთვის მთავარი პრობლემა აღარ არიან
ევრობარომეტრი 2025 – ეს არის გამოკითხვა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მათ შორის იტალიაშიც რეგულარულად ტარდება და ეხება ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემებს.
2025 წლის 25 მარტის შედეგების მიხედვით, იტალიელებისთვის, წინა წლებთან შედარებით, მიგრაციის საკითხმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხი იყო და მთავარ პრობლემად მიიჩნეოდა, დღესდღეობით ბოლო ადგილზე გადაინაცვლა, რადგან გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ იტალიელების მხოლოდ 13%-ს მიაჩნია “სტრანიერები” , მიგრანტები მთავარ პრობლემად.
დღევანდელი მონაცემების მიხედვით, იტალიისა და ზოგადა ევროპის მოქალაქეებისთვის, მთავარი საფიქრალი, ეკონომიკური საკითხი, ცხოვრების მზარდი ღირებულება და ინფლაცია გახდა.
იტალიელების 43% ცალსახად მიუთითებს, რომ ხარჯების ზრდასთან ბრძოლა, ევროკავშირის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს.
ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხს. ევროპელების 36% და იტალიელების 31% მიიჩნევს ამ საკითხს მთავარ პრობლემად.
ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში ეკონომიკურ და ინდუსტრიულ კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული საკითხები აწუხებს 32%-ს, ხოლო იტალიაში 34%-ს.
გარდა ამისა, იტალიაში განსაკუთრებულად სენსიტიური საკითხია ენერგეტიკული, ეფექტური რესურსების და ინფრასტრუქტურის გარანტიების აუცილებლობა, რაც გამოკითხულთა 33%-მა დაასახელა.
გამოკითხვის შედეგები ნათლად ასახავს, თუ როგორ ახდენს ბოლოდროინდელი ცვლილებები, მათ შორის გლობალური ეკონომიკური კრიზისები და გეოპოლიტიკური კონფლიქტები ზეგავლენას მოქალაქეების ცხოვრებაზე და მათ მოლოდინებზე ინსტიტუტის მიმართ.
მომავალში ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად იმოქმედებს, მოქალაქეებისთვის ახალი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების საკითხების მოსაგვარებლად.

სოფო ჩუთლაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ: სად მიდის თქვენზე ინფორმაცია, როდესაც საზღვარზე, ან თავშესაფრის მოთხოვნისას, ანაბეჭდებს გიღებენ?!





















































