მოხუცის შვილმა აღმოაჩინა, რომ მისი მშობლების ბადანტე, 8 მოხუცზე სექსუალურ ძალადობაში იყო ბრალდებული. შემთხვევა იტალიაში, ბელუნოში მოხდა. ახალგაზრდა ქალმა, თავისი მოხუცი მშობლებისტვის მომვლელი სააგენტოს საშუალებით, ოფიციალურად დაიქირავა.
ცოტა ხანში, მას შემდეგ, რაც მამაკაცის ქეცევებში უცნაურობა შენიშნა, სახელით და გვარით ინტერნეტში მოძებნა და შოკისმომგვრელი ინფორმაცია აღმოაჩინა. “ბადანტე” ერთ-ერთი მოხუცებულტა თავშეაფრის 8 ბინადარზე სექსუალური ძალადობისთვის იყო გასამართლებული და სააპელაციო სასამართლოს რვა წელი ჰქონდა მისჯილი.
ქალმა სამართალდამცველებთან განაცხადა, რომ “ბადანტის” დანაშაულებრივი წარსულის შესახებ დასაქმების სააგენტოს არაფერი უთქვამს. თავის მხრივ სააგენტომ განაცხადა, რომ რადგან მამაკაცი ეროვნებით იტალიელი იყო, ნასამართლეობის ისტორია არ მოუთხოვიათ და რომ მსგავს დოკუმენტს, ძირითადად უცხოელ სამუშაოს მაძიებლებს სთხოვენ.
მოხუცებულთა საცხოვრებელში ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რვა წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა, სასჯელი ჯერ არ აღსრულებულა: აღსრულება შეჩერებულია საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვის მოლოდინში, რომელიც შესაძლო სააპელაციო საჩივრის განხილვას გადაწყვეტს. ბოლო ინფორმაციით, ბრალდებული ამჟამად, ჯერ ისევ თავისუფალია.
ასევე იხილეთ: ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲞᲠᲝᲤᲔᲡᲘᲣᲚ ᲡᲐᲖᲦᲕᲠᲔᲑᲡ ᲡᲪᲓᲔᲑᲐ – ᲠᲝᲒᲝᲠ ᲮᲔᲓᲐᲕᲔᲜ ᲘᲢᲐᲚᲘᲔᲚᲔᲑᲘ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚ “ᲑᲐᲓᲐᲜᲢᲔᲡ”?!





















































