რელიგიური სექტა, რომელსაც 600-ზე მეტი ადამიანის სიკვდილში ედება ბრალი
ახლახანს, მალინდიაში (კენია) მიაგნეს მასობრივ სასაფლაოს, სადაც დაახლოებით 400 ადამიანის ცხედარი იქნა აღმოჩენილი. კენიის კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, სამარხის მიგნება, იმ სასამართლო პროცესის პარალელურად მოხდა, რომელიც სექტის დამაარსებლისა და წინამძღვრის, პოლ მაკენზის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
მაკენზი, 29 თანამოაზრესთან ერთად, ასობით ადამიანის სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, აქედან 191 ბავშვია. რელიგიური სექტის დებულების მიხედვით, “მორწმუნეებს” შიმშილისა და მარხვის შედეგად, “მაცხოვართან შეხვედრა” შეეძლოთ.
მოწმეეები, მათ შორის არასრულწლოვანები, რომლებიც მოწმეთა დაცვის პროგრამაში იმყოფებიან, აცხადებენ, რომ მათ უწევდათ მონაწილეობა მიეღოთ მძიმე რიტუალებში, ხშირად მშობლების დამარხვის პროცესშიც. მაკენზი მიმდევრებს არწმუნებდა, რომ შიმშილის შედეგად, ისინი, “სამოთხეში, იესოსთან მოხვდებოდნენ”. ჯამში, 610 ადამიანია გარდაცვლილი და გაუჩინარებული.
ასევე დაგაინტერესებთ: ᲘᲢᲐᲚᲘᲐ – ᲒᲐᲧᲐᲚᲑᲔᲑᲣᲚᲘ FLUSSI, 9 ᲓᲐᲞᲐᲢᲘᲛᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲐ 6 ᲓᲔᲞᲝᲠᲢᲘ – ᲡᲞᲔᲪᲝᲞᲔᲠᲐᲪᲘᲐ ᲣᲙᲐᲜᲝᲜᲝ ᲛᲘᲒᲠᲐᲪᲘᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ






















































