საცდელი პერიოდი იგივე ე.წ. პროვა – იტალიაში, ოჯახში დასაქმებულებისთვის, საცდელი პერიოდი იგივე “პროვა”, კანონით განსაზღვრული ვადაა, რომელიც ხელშეკრულებაშია მითითებული. ისევე როგორც ნებისმიერი დაქვემდებარებული შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში, ოჯახში დასაქმებულების შემთხვევაშიც (მომვლელი, ძიძა, დამხმარე) ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია საცდელი პერიოდი და რეგულირდება შრომითი კანონმდებლობით.
რა არის საცდელი პერიოდი?
საცდელი პერიოდი ნიშნავს საწყის პერიოდს, როცა ორივე მხარე, როგორც დამსაქმებელი, ისე ოჯახში დასაქმებული პირი აფასებს, თუ რამდენად კარგად შეეწყობიან ისინი ერთმანეთს სამუშაო პროცესში. საცდელი პერიოდის მიმდინარეობისას, ორივე მხარეს შეუძლია შეწყვტოს შეთანხმება, წინასწარი გაფრთხილების, დასაბუთებული მიზეზის და დროის განსაზღვრის გარეშე.
რამდენ ხანს გრძელდება საცდელი პერიოდი?
● 8 სამუშაო დღე მათთვის ვინც არ ცხოვრობს დამსაქმებლის ოჯახში, აქვთ A, B, C კატეგორიის ხელშეკრულება.
● 30 სამუშაო დღე მათთვის, ვინც ცხოვრობს, ან არ ცხოვრობს დამსაქმებლის სახლში და აქვს D კატეგორიის ხელშეკრულება.
● 30 სამუშაო დღე ყველა იმ შემთხვევებისთვის, როცა დასაქმებული პირი ცხოვრობს დამსაქმებლის ოჯახში, მიუხედავად ხელშეკრულების კატეგორიისა.
რას ითვალისწინებს საცდელი პერიოდი?
● დამსაქმებელს აქვს დრო, რათა შეაფასოს მის მიერ დაქირავებული პირის უნარები და პიროვნული თვისებები.
● დაქირავებულ პირს შეუძლია გაიგოს, შეესაბამება თუ არა სამუშაო მის შესაძლებლობებს.
თუ რომელიმე მხარე გადაწყვეტს, რომ თანამშრომლობა არ უნდა გაგრძელდეს, შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება, ამისთვის არ არის საჭირო მიზეზის დასაბუთება.
დასაქმებული პირი არის ანაზღაურებადი იმ კონტრაქტის ტიპის მიხევდით, რომლითაც არის გაფორმებული და იმ დღეების მიხედვით რაც იმუშავა საცდელი ვადის პერიოდში. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხდება მხოლოდ სამუშაო დღეების დათვლა და არა კალენდარული დღეების. არ ნაზღაურდება უქმე დღეები, ავადმყოფობა, აღებული თავისუფალი დღეები.
რა ხდება საცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ?
● თუ თანამშრომლობა გაგრძელდა და მხარეებმა არ შეწყვიტეს ხელშეკრულება, ის ავტომატურად ითვლება დადასტურებულად. ანუ დასაქმებული პირი ოფიციალურად ხდება სრულად დაქირავებული.
● თუ დამსაქმებელი გადაწყვეტს თანამშრომლობის შეწყვეტას, მან სრულად უნდა გადაიხადოს ყველა გათვალისწინებული თანხა – ხელფასი, შვებულება, მეცამეტე ხელფასი და სხვა.
საცდელი ვადის პერიოდში თანამშრომლობა ითვლება სრულფასოვან თანამშრომლობად და უნდა იყოს ყველა უფლებით უზრუნველყოფილი. იმისთვის რომ საცდელი პერიოდი ძალაში იყოს, ის უნდა იყოს მითითებული შრომით ხელშეკრულებაში, რომელიც ფორმდება დასაქმების დაწყებამდე, ან იმავე დღეს.
Tag: საცდელი პერიოდი იგივე ე.წ. პროვა
ასევე დაგიანტერესებთ: ფულადი კომპენსაცია იტალიაში – რამდენი გეკუთვნით, თუ დამსაქმებელმა ოჯახმა სამუშაო კონტრაქტი გაგიწყვიტათ?!





















































