2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში შესვლის წესები შეიცვალა. ქვეყანაში შემსვლელი ყველა ტურისტისთვის, სავალდებულო ხდება ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის მოქმედი პოლისის ქონა. ინიციატივის მიხედვით, ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს ვიზიტორების უსაფრთხოების გაზრდასა და შესაძლო რისკების ეფექტიან მართვას. აღნიშნული წესი ვრცელდება ყველა უცხოელ ვიზიტორზე, რომლებიც ქვეყანაში ტურისტული მიზნით შემოდიან.
სამოგზაურო დაზღვევა შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმით. დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე და მისი გამცემი შეიძლება იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოური სადაზღვევო კომპანია. დადგენილი მოთხოვნის მიხედვით, სადაზღვევო თანხა არანაკლებ 30 000 ლარი უნდა იყოს და პოლისი უნდა ფარავდეს საქართველოში ყოფნის მთელ პერიოდს, ქვეყანაში შემოსვლიდან გასვლამდე.
ამგვარად:
- პოლისი შეიძლება იყოს ელექტრონული ან ბეჭდური;
- შედგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- გაცემული შეიძლება იყოს ქართული ან უცხოური სადაზღვევო კომპანიის მიერ;
- სადაზღვევო თანხა, არანაკლებ 30 000 ლარი;
- უნდა მოქმედებდეს საქართველოში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში;
გამონაკლისი მოქმედებს დიპლომატიური სტატუსის მქონე პირებზე, აკრედიტებულ წარმომადგენლებზე, ასევე საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ მძღოლებზე, რომლებზეც აღნიშნული ვალდებულება არ გავრცელდება.
დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ოფიციალურ ვებ-გვერდზე:
https://geoconsul.gov.ge/ka/entering-georgia
Tag: სამოგზაურო დაზღვევა
ასევე იხილეთ: ᲐᲮᲐᲚᲘ ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘᲡ ᲞᲘᲠᲐᲓᲝᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲛᲝᲬᲛᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲪᲔᲛᲐ ᲓᲐᲘᲬᲧᲝ






















































