დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი სენიორებში. ნონა გაფრინდაშვილი მესამე ადგილზე გავიდა იტალიაში, გალიპოლიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სენიორთა შორის! საქართველო ჩემპიონატიდან ჯამში სამი მედლით ბრუნდება:
მიხეილ კეკელიძე (50+ კაცები) – ვერცხლი
ზურაბ სტურუა (65+ კაცები) – ვერცხლი
ნონა გაფრინდაშვილი (65+ ქალები) – ბრინჯაო
“ნებისმიერ ტურნირში ჩემი მიზანი გამარჯვებაა! სამწუხაროდ, მხოლოდ ბრინჯაოს დავჯერდი ამჯერად. მოგეხსენებათ, 4 თვის წინ, უმძიმესი დაზიანება მივიღე, დავეცი და სახეზე ოპერაცია და 3-თვიანი რეაბილიტაცია დამჭირდა. უფლის წყალობით და ექიმების დახმარებით ფეხზე დავდექი და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვედი, ზაფხულში ამაზე არც კი ვიოცნებებდი.
მადლობა ყველა გულშემატკივარს, თქვენს თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი და მომიტევეთ თუ იმედები გაგიცრუეთ, ამის გამოსწორებას მომავალ წელს ჩემს იუბილეზე შევეცდები.
გულითადი მოკითხვა ყველას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სიყვარულისთვის!
დავბრუნდი ჩემს სამყაროში, ჭადრაკი ხომ არსია ჩემი ცხოვრებისა.” – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
ასევე იხილეთ: SCACCHISTA GEORGIANA NONA GAPRINDASHVILI FU LA PRIMA DONNA A DIVENTARE GRANDE MAESTRO – CRONACHE DELLA STORIA






















































