საფრანგეთში, ქართველი ახალგაზრდა, გიორგი გოგიშვილი გარდაიცვალა.
„სამტრედიის ამბების“ ინფორმაციით, საფრანგეთში გარდაცვლილი ახლგაზრდა ქართველი, 30 წლის გიორგი გოგიშვილია.
ის, წარმოშობით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნიდან იყო.
ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. ასევე, უცნობია, როდის მოხდება მისი სამშობლოში ჩამოსვენება.





















































