იტალიაში სამშობიაროდან გატაცებული ჩვილი ნაპოვნია
გატაცებული ბავშვი – ქალაქ კოზენცას კლინიკიდან, ქალმა და მამაკაცმა, ერთი დღის ახალშობილი გაიტაცეს (VIDEO). ისინი ცდილობდნენ ავტომობილით გარიდებოდნენ ტერიტორიას, თუმცა საპატრულო ეკიპაჟმა მალევე დააკავა.
ჩვილი პალატაში დედასთან და ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. პოლიციის გამოძიების შედეგად დგინდება, რომ ოთახში საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა ქალბატონი შევიდა, რომელსაც სახე სამედიცინო ნიღბით ჰქონდა დაფარული. ქალმა თავი მედდად წარუდგინა, თქვა რომ პატარა, პედიატრთან უნდა წაეყვანა და ბავშვი პალატიდან გაიყვანა.
გარკვეული დროის შემდეგ, ახალშობილის დედა და ბებია შეშფოთდნენ და მოითხოვეს ინფორმაცია მედპერსონალისგან. გაირკვა, რომ ახალშობლი გაიტაცეს. ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს ქალი გატაცებული ბავშვი თ ხელში. მათ მალევე მამაკაცი წამოეწევა, რომელსაც თავი ქუდით აქვს დაფარული. კადრებში ჩანს როგორ ტოვებენ კლინიკას ქალი ბავშვით ხელში და მამაკაცი საბავშვო ეტლით.
განგაშის შედეგად ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი მომენტალურად გამოცხადდა. სამართალდამცველებმა გადაკეტეს ქალაქის გასასვლელები. მალევე საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა მანქანა, რომლითაც წყვილი ახალშობილთან ერთად გადაადგილდებოდა. გამტაცებლები ადგილზე დააკავეს.
გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ რა მიზანი ამოძრავებდათ მათ, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვის მშობლები ერთი შეხედვით ნორმალურ ოჯახურ კატეგორიას მიეკუთვნებიან. ახალშობილის დედა ახალგაზრდა დიასახლისია, მამა კი სუპერმარკეტის თანამშრომელი.მათ ასევე ჰყავთ 6 წლის ვაჟი. ახალშობილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სოფო ჩუთლაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ: თუ იტალიაში ცხოვრობთ, ან მოგზაურობთ, ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იცოდეთ!





















































